ინფორმაციის თანახმად, პოლიციის უფროსის მოადგილე ჯაფარიძე მესტიის საავადმყოფოში დაშავებულ პოლიციელებს გინებით აიძულებს ჩვენების შეცვლას.
როგორც ,,ნიუპოსტს“ აცნობეს, დაშავებული პოლიციელები ცდილობდნენ მესტიიდან წამოსვლას, მაგრამ პოლიციის უფროსის მოადგილე ჯაფარიძე საავადმყოფოდან გასვლის შემთხვევაში ანგარიშსწორებით ემუქრებოდა.
სოფელ ბეჩოსთან ნაცემ პოლიციელებს გზა გადაუკეტეს და აიძულებენ მანქანებიდან გადმოსვლას.
თავად ყორშია ადასტურებს, რომ პოლიციის უფროსმა სამარღანიშვილმა და მოადგილემ ჯაფარიძემ სცემეს. იგივეს ადასტურებს კაპიტანი, უფროსი ინსპექტორი ზვიად ჭანტურია .
სახის არეში, კერძოდ ლოყასა დატუჩზე დაზინებებს ადასტურებს მესტიის საავადმყოფოს ექიმიც, რომელმაც დაზარალებულს ნაკერები დაადო.
რომან ყორშიას თქმით, მას ორჯერ სცემეს და დილეგშიც ჰყავდათ. საავადმყოფოში მიუვარდა მოადგილე ჯაფარიძე და აიძულებდა ჩვენების შეცვლას. მათ შეძლეს წამოსულიყვნენ ქუთაისისკენ ექსპერტიზაზე, მაგრამ გზაში აფერხებენ. ამ წუთებში ისინი სოფელ ბეჩოსთან იმყოფებიან.
ჭანტურია და ყორშია რამდენიმე თვის წინ არაკეთილსაიმედოობის გამო სამეგრელოდან სვანეთში გადაიყვანეს.
მასალის გამოყენების პირობები






