,,2015 წელს 9-ბალიანი მიწისძვრებია მოსალოდნელი... თბილისი სასაფლაოდ იქცევა“
საზოგადოება - 15:12, 31 Aug, 2014     81914
არის თუ არა მოსალოდნელი საქართველოში სერიული მიწისძვრები, - ექსპერტების ნაწილი პრობლემას ჰესების აშენებას უკავშირებთ, მათი ნაწილი კი მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა სჭირდება და სწორედ ამისთვის ათეულობით მძლავრი ჰესი უნდა აშენდეს. ცალკეული მეცნიერები კი თვლიან, რომ საქართველოსნაირი რელიეფის მქონე ქვეყნისთვის მცირე ჰესები გამანადგურებელია... ,,ქართული სიტყვა” ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, მწერალ აკაკი გასვიანს ესაუბრა.

მისი თქმით, კავკასიონი მთაგრეხილების ახალი სისტემაა, რომელიც ყოველწლიურად იზრდება. ,,მსოფლიო სეისმოლოგების მონაცემებით, 2014 წლის შემოდგომასა და მომავალ წელს ახლო აღმოსავლეთი და კავკასია, კერძოდ, საქართველო აქტიურ სეისმოლოგიურ ზონაში მოხვდებიან, რის შედეგადაც შესაძლოა, მცირე ვულკანური წარმონაქმნებიც გაჩნდეს. დარიალის ხეობაში ყინულის უზარმაზარი მასის ჩამოწოლა ბუნების სიგნალი და გაფრთხილება იყო, რომ რღვევები დაწყებულია და ამიტომ, მაღალი სიმძლავრის ჰესების მშენებლობა უნდა შეჩერდეს“, - აცხადებს გასვიანი და თამაზ ჭელიძის ინტერვის იხსენებს, სადაც მეციერი ამბობს, რომ 2014 წლის ბოლოს და 2015 წელს 9-ბალიანი მიწისძვრებია მოსალოდნელი. ,, მსგავსი კატაკლიზმები განსაკუთრებით საშიში დედაქალაქისთვისაა. ასეთი კატასტროფის შემთხვევაში, თბილისი სასაფლაოდ იქცევა. უკვე ორი ათეული წელია, ახალი კორპუსები ისე შენდება, რომ არც გრუნტს სწავლობენ და არც იმას ამოწმებენ, თუ როგორ სამშენებლო მასალას იყენებენ. ამის კონტროლი ,,ნაციონალური” მმართველობის დროს არ ხდებოდა და სამშენებლო პოლიტიკაში წესრიგი ჯერჯერობით ვერც ,,ოცნებას” დაუმყარებია.“, - აცხადებს გასვიანი.

მეცნიერი ალტერნატივად გერმანელი სპეციალისტების მიერ შემუშავებულ ჰესების პროექტზე საუბრობს და ამბობს, რომ გერმანელმა მეცნიერებმა ჰესების აშენების გვირაბული სისტემების პროექტი შეიმუშავეს, რომელიც აბსოლუტურად უსაფრთხო და ნებისმიერ სიმძლავრეზეა დამუშავებული. ,,ფონდმა ,,მესხეთმა” გერმანელებთან კარგი კონტაქტი დაამყარა და ახლა ცდილობს, ამჟამინდელ ხელისუფლებას დააკავშიროს, რათა ამ მიმართულებით წავიდნენ“. მისი თქმით, გვირაბული მეთოდით ამის თავიდან აცილება შესაძლებელია, არც ხეების მოჭრა იქნება საჭირო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42