Stop putin! Save Europe! - უკრაინის მხარდასაჭერი აქცია რუსთაველის გამზირზე
საზოგადოება - 20:25, 29 Aug, 2014     3102

რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა უკრანელ ხალხს ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს.

აქციაზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პორტრეტები დაწვეს. აქვე უკრაინელების დასახმარებლად სამოქმედო გეგმაც დაისახა.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნატალია კორახაშვილმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას განაცხადა, აქციაზე დარიგდა სპეციალური ბუკლეტები, სადაც საბანკო რეკვიზიტები იყო აღნიშნული, რისი საშუალებითაც მოხდება თანხის შეგროვება მეგობარი უკრაინელებისთვის.

„პარლამენტის შენობის წინ ხალხი შეიკრიბა უკრაინელთა მხარდასაჭერად, საპროტესტო აქციაზე დემონსტრაციულად დაწვეს პუტინის პორტრეტები და ამასთან ერთად, აქციის ძირითადი ნაწილი იყო ის, რომ გავაჟღერეთ ინფორმაცია, თუ როგორ დავემხაროთ უკრაინელ სამხედროებს. ამისთვის დარიგდა სპეციალური ფურცლები, რომელზეც მოცემულია საბანკო რეკვიზიტები თანხის გადასარიცხად. შემდეგი დღეებისთვის დაიგეგმა, რომ ორგანიზება გაუკეთდეს საქართველოში სისხლის ჩაბარების პროცესს და მის ტრანსპორტირებას უკრაინაში. დეტალებზე შეთანხმების შემდეგ კი, მოხდება საზოგადოების ინფორმირება“,-განაცხადა ნატალია კორახაშვილმა.

აქციაზე შესრულდა საქართველოს და უკრაინის ჰიმნები. ასევე, ხალხის გარკვეულმა ნაწილმა შეასრულა სიმღერა „პუტინ ხუილო“.

აღნიშნული აქცია სოციალური ქსელის მეშვეობით დაიგეგმა და მისი სლოგანი იყო: Stop putin! Save Europe!


ნინა გოლოშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42