ექსპერტი: რუსეთს სანქციების არ ეშინია, სანამ ისინი ენერგეტიკის სფეროს არ შეეხება
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:48, 29 Aug, 2014     2004
"უკრაინის ეკონომისტების კომიტეტის" ექსპერტი ანდრეი ნოვაკი აცხადებს, რომ მსოფლიომ რა სახის სანქციებიც არ უნდა შემოიღოს რუსეთის წინააღმდეგ, იგი არ შეწყვეტს აგრესიას უკრაინის მიმართ, სანამ ისინი ენერგეტიკის სფეროს არ შეეხება.

"დასავლელი ინვესტორების გარეშე რუსეთის ენერგეტიკის სექტორი უბრალოდ ვერ იმუშავებს. არსებული სანქციები ამ მიმართულებით უკვე პრობლემას უქმნის მას. საქმე ფულში არაა, რუსეთი არ ფლობს ახალ, თანამედროვე ტექნოლოგიებს," - აცხადებს ის.

მისი აზრით, თუ საქმე სანქციების გამკაცრებამდე მივა, პირველ რიგში სწორედ ენერგეტიკის სფეროშია საჭირო მათი შემოღება - ფინანსური სანქციების ეტაპი უკვე გავლილია. ეს შეიძლება განხორციელდეს რიგირც შესყიდვების შეწყვეტის სახით, ასევე დასავლელი ინვესტორების გასვლით ისეთი პროექტებიდან, როგორიცაა "ჩრდილო და სამხრეთ ნაკადები".
"პუტინის ბიზნესი ბუნებრივი აირი და ნავთობია. მას სულაც არ აინტერესებს, რა დანაკარგები ექნება ფარმაცევტულ თუ სოფლის მეურნეობის საკითხებში. სხვადასხვა შეფასებებით, რუსეთის ეკონომიკამ დაკარგა 100 მილარდ დოლარამდე - ინვესტიციების გადინებით, რუსულ კომპანიებზე აქციების დაცემით, რუბლის დევალვაციით, მაგრამ პუტინს თავისი პოლიტიკა არ შეუცვლია. თვით ფინანსური სექტორის წინააღმდეგ განხორციელებულ სანქციებს, რომელიც მართალია რუსეთის მოსახლეობამ იგრძნო, მაგრამ ეს რუსული ეკონომიკისათვის შესაბამისი დონე არაა, - აცხადებს ნოვაკი.
ნოვაკს იმედი აქვს, რომ დღეს, როდესაც აშშ-სა და ევროკავშირის ლიდერები საუბრობენ სანქციების გამკაცრებაზე, მათ სწორედ ეს სფერო აქვთ მხედველობაში.
"სხვა სანქციები შედეგს არ მოიტანს, რადგან რუსეთი არასდროს ყოფილა ასე იზოლირებული "ცივი ომის" პერიოდის შემდეგ, მაგრამ ჯერჯერობით არ ცვლის პოლიტიკას," - წერს იგი.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42