ერთი თვის განმავლობაში დევნილის სტატუსი 916 პირს მიენიჭა
საზოგადოება - 16:34, 29 Aug, 2014     1283
უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში დევნილის სტატუსი 916 პირს მიენიჭა. დევნილთა სამინისტრო დევნილთა რეგისტრაციასთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მონაცემებს პერიოდულად გამოაქვეყნებს.

2007 წლის მონაცემების მიხედვით, დევნილთა ბაზაში აღრიცხული იყო 271 832 პირი. აღნიშნული მონაცემების განახლების მიზნით, მთავრობის N794 განკარგულების საფუძველზე დაინიშნა იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელახალი სავალდებულო რეგისტრაცია, რომელიც დაიწყო 2013 წლის პირველ აგვისტოს და დასრულდა 2014 წლის პირველ ივნისს.
ახალი მონაცემებით, რეგისტაცია 258 038 დევნილმა გაიარა, რეგისტრაციის გაუვლელობის გამო დევნილის სტატუსი 17 177 პირს შეუწყდა.
უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში, დევნილთა სამინისტროს სტატუსის მინიჭების და აღდგენის მოთხოვნით 1546 პირმა მიმართა, აქედან დევნილის სტატუსი მიენიჭა 916 პირს, მათ შორის 325 ახალშობილია, ხოლო სტატუსი 52 პირს აღუდგა.
დევნილის სტატუსი, უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის გამო 11 პირს, ხოლო გარდაცვალების გამო 274 პირს შეუწყდა.
დევნილის სტატუსი ჩამოერთვა 121 პირს, მათ შორის ამნისტიით 77-მა მოქალაქემ ისარგებლა. გამოვლინდა ისეთი სახის დარღვევები, როგორიცაა პირადობის და დევნილის მოწმობებში გაყალბებული ფოტოსურათი, სახელის და გვარის გაყალბება, და განსაკუთრებით ხშირია ისეთი შემთხვევა, როდესაც ერთ დევნილზე ფიქსირდება 2 ან მეტი დევნილის მოწმობა.
2013 წლის 30 დეკემბერს ძალაში შევიდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის თანახმადაც პირებს, რომლებმაც გააყალბეს იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა და აღნიშნულის თაობაზე მიმართვენ კანონით გათვალისწინებულ დაწესებულებებს 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეპატიებათ აღნიშნული დანაშაული და შეუნარჩუნდებათ მიღებული ფინანსური სარგებელი. ამნისტია არ შეეხებათ იმ „დევნილებს“, რომლებსაც სახელმწიფოსგან მიღებული აქვთ საცხოვრებელი ფართი ან ფართის ექვივალენტური ფულადი კომპენსაცია.
„როგორც უკვე აღვნიშნეთ, დევნილის სტატუსი ჩამოერთვა 121 პირს, თუ მათ ყოველთვიურ შემწეობას ციფრებში გადავიყვანთ, საკმაოდ შთამბეჭდავ სურათს მივიღებთ. გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე 121 დევნილი თვეში 5 445 ლარს იღებდა, რაც წელიწადში 65 000 ლარს აღემატება. ეს თანხა აკლდება ყველა იმ დევნილ ოჯახს, რომელიც 45 ლარიან დახმარებას ყოველთვიურად ელოდება და შემოსავლის სხვა წყარო არ გააჩნია! სამინისტრო ამ მიმართულებით მუშაობას კვლავ აქტიურად გააგრძელებს!“, - განმარტავენ უწყებაში.

ნინა შადური




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42