სარემონტო სამუშაოების გამო დღეს დედაქალაქის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
როგორც "თელასში“ აცხადებენ, საბურთალოს რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას I შესახვევის, ზემო ვეძისის, ლვოვის, ინტენსიფიკაციის და ვაზისუბნის ქუჩების 627 აბონენტს.
სამგორის რაიონში, ქვესადგურში "ლილო-2" გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სადგურ ლილოს დასახლების და იუმაშევის ქუჩის 134 აბონენტს. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის II კვარტლის და ქინძმარაულის ქუჩის 666 აბონენტს.
ჩუღურეთის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის და ჭოროხის ქუჩის 125 აბონენტს.
ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის II, III, IV კვარტლების და გია რომელაშვილის ქუჩის 1534 აბონენტს.
მთაწმინდის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სავანელის, ჭონქაძის და გერგეთის ქუჩების 193 აბონენტს.
გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის III მიკრორაიონის 605 აბონენტს.
კრწანისის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსანდერე დიუმას, კოტე აფხაზის და პუშკინის ქუჩების 144 აბონენტს.
ისნის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველოს დასახლების, ბოგდან ხმელნიცკის და ჩოლოყაშვილის ქუჩების 387 აბონენტს.
დიდუბის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის და მირცხულავას ქუჩის 265 აბონენტს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






