ზუგდიდში ,,მაკდონალდსისთვის“ ჭყონიას მიწას უფასოდ გადასცემენ? - რას ითხოვენ ზუგდიდლები
საზოგადოება - 14:59, 28 Aug, 2014     4562
ზუგდიდში ,,მაკდონალდსის“ აშენება იგეგმება. თუმცა სწრაფი კვების ობიექტმა აზრთასხვადასხვაობა გამოიწვია ადგილობრივ მოსახლეობაში. რამდენადაც სოციალურ ქსელში გავრცელებული კომენტარებიდან ირკვევა, მიზეზი ადგილმდებარეობაა. ზუგდიდლები გუბერნიის სიახლოვეს მაკდონალდსის მშენებლობას არ იწონებენ. ზოგი მათგანი ფიქრობს, რომ ამისთვის საუკეთესო ადგილი რკინიგზის სადგურია, ხოლო ზოგს თეატრის წინ სურს მაკდონალდსის ხილვა. ზუგდიდლებს არ სურთ ქალაქის იერსახის დამახინჯება. ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ სურთ გადაწყვეტილება ზუგდიდელებთან ერთად მიიღონ. მათი თქმით, კვირის ბოლოს შესაბამისი სამსახურები შეიკრიბებიან და მოხდება ფეისბუქზე გამოთქმული მოსაზრებების შეჯამება-განხილვა.

„მასალას, რომელიც ჩვენს გვერდზე გამოქვეყნდა, აქვს 5 ათასზე მეტი ნახვა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოქალაქეების ინტერესი დიდია. ჩვენ გვინდა, რომ ზუგდიდელებმა მეტი იაქტიურონ და გამოხატონ საკუთარი მოსაზრება“, - აცხადებს მერიის პრესსამსახური.

,,ნიუპოსტი“ კომენტარისთვის ზუგდიდის საკრებულოს დაუკავშირდა, როგორც საკრებულოს დეპუტატი ანი წითლიძე აცხადებს, ისინი არ არიან მშენებლობის წინააღმდეგ, თუმცა გუბერნიის მიმდებარე ტერიტორია არც მათთვისაა მისაღები, ,,ააშენონ რამე, მთავარია კაზანტიპივით არ გამოუვიდეთ“, - ამბობს წითლიძე. დეპუტატი ადგიმდებარეობის გარდა, ხელისფულების გარკვეულ ფინანსურ ინტერესებზე საუბრობს.

,,ერთი, რომ "მაკდონალდსი" აუცილებლად უნდა აშენდეს, მაგრამ აშედეს ისეთ ადგილას, რომელიც მიმდებარე ტერიტორიების განვითარებას გამოიწვევს და არა გუბერნიის გვერდით, სადაც ისედაც გადატვირთულია. ის უნდა ჯდებოდეს ზუგდიდის განვითარების გეგმაში და მომავალში მისმა მდებარეობამ ხელი არ უნდა შეუშალოს ქალაქის ურბანულ განვითარებას.

მეორე და მნიშვნელოვანი - ჩემი ინფორმაციით, "მაკდონალდისათვის" მიწა საკუთრებაში უნდა გადაეცეს ეკონომიკის სამინისტროს, რომელიც თავის მხრივ გადასცემს ჭყონიას. გაუგებარია მიწა უფასოდ რატომ უნდა გადასცეს ზუგდიდმა ეკონომიკის სამინისტროს ან ჭყონიას? ნებისმიერმა, ინვესტორმა კეთილი ინებოს და იყიდოს თუ რამის აშენება უნდა. მითუმეტეს ჭყონიამ, რომელსაც არ უჭირს რა ფინანსური გარიგებები აქვს მას გუბერნატორთან? რადგან გუბერნატორის ასეთი დაჟინებული მოთხოვნა საკითხის სასწრაფოდ გადაწყვეტაზე უკვე ეჭვს ბადებს. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობათ ამ თემაზე, ზუგდიდი პატარა ქალაქია და არც ჩალითაა დაუხურლი, სხვათაშორის.“, - აცხადებს საკრებულოს დეპუტატი ანი წითლიძე.

ზუგდიდის მერიამ სოციალურ ქსელში 25 აგვისტოს გამოაქვეყნა ავსტრიელი არქიტექტორის შლოფერის შემუშავებული „მაკდონალდსის“ მაკეტი, რომლის მშენებლობის ადგილად გუბერნიის მიმდებარე ტერიტორიაა დასახელებული.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარიამ „ლაივპრესთან“ საუბარში აღნიშნა, რომ „მაკდონალდსში“ 130-მდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება. სწრაფი კვების ობიექტის ზუგდიდში გახსნის ინიციატივა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიას ეკუთვნის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42