ურეკში სანაპირო ზოლის დასუფთავების აქცია გაიმართა
საზოგადოება - 18:18, 27 Aug, 2014     1567
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით შავლიაშვილის ინიციატივით დაბა ურეკის სანაპირო ზოლის დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა შპს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის" დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა, გურიის გუბერნატორთან, გიორგი ჩხაიძესთან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად მიიღო. ღონისძიებაში "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის", გურიის გუბერნატორის ადმინისტრაციის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები იყვნენ ჩართული. აქცია 27 აგვისტოს დაიწყო და 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

საკმარისი სანაგვე ურნებისა და სანიტარული უბნების არარსებობის გამო, მოსახლეობა ნაგავს მდინარის კალაპოტში ყრიდა რის გამოც დღემდე ურეკი ეკოლოგიური პრობლემების წინაშე იდგა. პრობლემა კიდევ უფრო მძაფრდებოდა საზღვაო სეზონის პერიოდში, რადგან დამსვენებლები ხშირ შემთხვევაში, საკვებ ნარჩენებს სანაპირო ზოლზე ტოვებდნენ. ადგილობრივი დასუფთავების სამსახური ვერ ასწრებდა ზღვის სანაპიროზე განთავსებული ნაგვის ურნების დროულად დაცლას და ნარჩენების სანაპირო ზოლიდან გატანას. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დახმარებით,შპს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია" აქტიურად ჩაერთო აღნიშული პრობლემების აღმოფხვრის პროცესში და დაბა ურეკი მომარაგდა დამატებითი ნაგვის ურნებით და სპეციალური ნაგავმზიდი ტექნიკით, რომელიც უზრუნველყოფს საკურორტო ზონიდან ნარჩენების გატანას დღეში სამჯერ.

"საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია" დაბა ურეკში არსებული ნაგავსაყრელის ევროსტანდარტების შესაბამისად კონსერვაციას გეგმავს. დანაგვიანების პრობლემის თავიდან აცილების მიზნით, ადგილობრივი ხელისუფლება სანაპირო ზოლზე საინფორმაციო ბანერებს განთავსებს და კონტროლს გაამკაცრებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42