"გვინდა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას მიერ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჩვენს კლუბთან დაკავშირებულ განცხადებას გამოვეხმაუროთ, რომელიც დინამოდან ფეხბურთელების გაშვებას ეხება. გვინდა კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ "დინამო თბილისი" ყოფილ თუ დღევანდელ დინამოელებს ყოველთვის ყურადღებით და პატივისცემით ეპყრობა და ყველა ფეხბურთელის გაშვება (და არც ზოგადად გაშვება) არასწორი ფორმულირებაა. ფეხბურთელებთან საქმიანი ურთიერთობა შეწყდა ურთიერთსასარგებლო ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე. ჩვენის მხრივ, საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ მოახლოებულ მატჩზე მაქსიმალურ კონცენტრირებას და გამარჯვებას ვუსურვებთ", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
სქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი თემურ თემურ ქეცბაია თბილისის ,,დინამოდან“ რამდენიმე ფეხბურთელის ერთდროულად გაშვებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ასეთი რამ არცერთ ევროპულ ქვეყანაში არ ხდება.
,,არსად არ ხდება ისეთი რამ, რომ წარუმატებლობის შემდეგ ყველა ფეხბურთელი გუნდიდან ერთიანად გაყარო, ასეთი რამ არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ ხდება“, - აცხადებს თემურ ქეცბაია
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "აქტობესთან" მარცხის გამო, ,,დინამოს“ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გუნდი 12-მა ფეხბურთელმა დატოვა: გიორგი მერებაშვილი, ელგუჯა გრიგალაშვილი, დავით კვირკველია, გიორგი ხიდეშელი, თორნიკე გორგიაშვილი, ოთარ მარცვალაძე, დავით ხურცილავა, რაფა ჯორდა, რაულ გარსია, რადიკ დოსოუდილი, პატრიკ ვუო და გიორგი ლორია.
მასალის გამოყენების პირობები






