არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ლიდერი ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ დღეისათვის პენიტენციალური სისტემა გამჭვირვალე არ არის. ამის შესახებ კაკაბაძემ „ფრონტნიუსის“ პრესკლუბში ისაუბრა:
„დღეს მოდაშია არსებული მდგომარეობის გასული წლების ვითარებასთან შედარება. მე კი ვფიქრობ, რომ ეს ეტაპი გავიარეთ და ახლა მნიშვნელოვანია ის, რაც ხდება ციხეებში. ციხე დღეს არ არის გამჭვირვალე, რაც ქმნის საფუძველს ბევრი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისა. ინფორმაციის გადამოწმების საშუალება არ არსებობს. დღეს პატიმარ კახაბერ ბურჭულაძის ოჯახის წევრები დამიკავშირდნენ, რომელთაც პატიმრებმა აცნობეს, რომ ბურჭულაძე ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს, ადმინისტრაცია კი ოჯახს ეუბნება, რომ პატიმარი გეგუთის კოლონიაშია. ოჯახმა ბურჭულაძეს ვერ მიაკვლია. დამოუკიდებელ დამკვირვებლებს ციხეში შესვლის შესაძლებლობა რომ ჰქონდეთ, პრობლემა ამოიწურებოდა
მოგეხსენებათ, პატიმრებს თანხა ბარათებზე ერიცხებათ, რომელთაც ისინი მესამე პირის მეშვეობით იყენებენ, ხარჯვის პროცესს კი ბუნებრივია ვერ აკონტროლებენ, ამასთან, სატელეფონო ბარათებზე, გამოყენების შემდეგ გარკვეული თანხა რჩება და სად ილექება ეს თანხები, პატიმრებისთვის გაურკვეველია.
მათთვის გაუგებარია, შეწყალება ან ვადაზე ადრე გათავისუფლება რატომ ეხებათ ვინც მათზე მძიმე დანაშაული ჩაიდინა და არა მათ“, - განაცხადა კაკაბაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






