„ყველაფერი მჯერა, რასაც მაგ ავადმყოფ კაცზე ამბობენ“, - ამის შესახებ სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულმა მიხეილ ბიბილურიძემ მეგის ქარდავაზე „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას აღნიშნა:
„ერთხელ, აღდგომის ღამეს ერთმა პატიმარმა ქვედა სართულიდან დაიძახა, ქრისტე აღსდგა, ძმებოო და ყველამ მიუგო, ჭეშმარიტადო. ეს ცოფიანი მეგისა მივარდა და იქიდან ისეთი ხმები ამოდიოდა, მტერს. ალანიას ვთხოვე, ჩადი, გააჩერე-მეთქი. ყველაფერი მჯერა, რასაც მაგ ავადმყოფ კაცზე ამბობენ. ქარდავა ერთი კომპლექსიანი ფსიქოპათია. კაცი პატიმრების ცემით წყნარდებოდა და ისეთ პირობებში ჰყავდა, ენა ვერ აღწერს - დაჭაობებულ სარდაფში ალპობდა ხალხს.
თუ მოეპრიანებოდა, ჯიბეში სახრახნისს ჩაიდებდა, პატიმრებს საკანში შეუვარდებოდა, დაუგდებდა და აუყვირდებოდა, ეს რა არის, ბიჭოო! ბრახ და იმ პატიმარს ორ წელს დაუმატებდნენ“, - აღნიშნავს ბიბილურიძე.
მასალის გამოყენების პირობები






