ცოტა ხნის წინ ხმაური იყო გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, სადაც გორის „დილა“ ბათუმის „დინამოს“ მასპინძლობდა, თამაშის დროს „დილას“ ფეხბურთელები და მწვრთნელი მსაჯს დაუპირისპირდნენ და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ადგილი ჰქონდა ფიზიკური დაპირისპირების მცდელობასაც, თუმცა, არსებული ვითარების განმუხტვა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შეძლეს.
დაპირისპირებაში „დილას“ გულშემატკივარიც ჩაერთო, მათ მსაჯს ბოთლები დაუშინეს. „დილას“ ფეხბურთელების, მთავარი მწვრთნლისა და მათი გულშემატკივრების გაღიზიანება თამაშის დროს მსაჯის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა გამოიწვია.
როგორც „დილას“ წარმომადგენლები „ნიუპოსტთან“ აცხადებენ, მსაჯი არაობიექტური იყო , რის გამოც თამაში ბათუმის „დინამოს“ სასარგებლოდ 1:0 დასრულდა.
ამ დროისთვის ვითარება განმუხტულია.
გიორგი ახალკაცი გორი სპეციალურად „ნიუპოსტისთვის“
მასალის გამოყენების პირობები






