მარშუნოკის განცხადებით შესაძლოა უკმაყოფილო სტუმრების შემთხვევაში, ფესტივალის ჩატარება ვეღარასდროს ვეღარ შეძლოს:
„მე და ჩემმა გუნდმა აქ ყველაფერი გავაკეთეთ იმ მოკლე დროში რაზეც შეთანხმებული ვიყავით, ჩვენ საქართველოში კაზანტიპი დავბადეთ, თუმცა, 4 ათასი ადამიანი ამ ტერიტორიისთვის ძალიან ცოტაა. დრო გვიჩვენებს რამდენად სჭირდება საქართველოს კაზანტიპი.
თუ მე დანახარჯი ვერ ამოვიღე და მილიონობით ლარი დამრჩა დაუფარავი, აღარ მექნება საშუალება, რომ აქ ჩავატარი კაზანტიპი და თუ საერთოდ უკმაყოფილო ადამიანები წავიდნენ აქედან, მაშინ, შეიძლება საერთოდ ვეღარ ჩავატარო ეს ფესტივალი“, - განაცხადა მარშუნოკმა და დასძინა, რომ შესაძლოა ფესტივალი საერთოდ ვერცერთ ქვეყანაში ვეღარ ჩატარდეს.
ეკონომიკური სარგებლიანობის თვალსაზრისით, კაზანტიპის ფესტივალს საქართველოსთვის დაახლოებით 60 მილიონი ლარის მოგება უნდა მოეტანა. როგორც ,,ნიუპოსთან" ანაკლიის კაფე-ბარების მეპატრონეების აცხადებენ, მათთვის მოლოდინი არ გამართლდა. ,,ველოდებით, ამბობენ ტურისტები მოიმატებსო, თუმცა იმედი არ გვაქვს. რასაც ამბობდნენ ის რაოდენობა არ არის და შესაბამისად, არც ის მოგება გვექნება, რაც ამ ფესტივალს უნდა მოეტანა“, - აცხადებენ მეწარმეები.
მასალის გამოყენების პირობები






