კაზანტიპის რესპუბლიკის პრეზიდენტი ნიკიტა მარშონუკი ანაკლიაში ფესტივალის მიმდინარეობის შესახებ საუბრობს „რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს, მარშუნოკი ადასტურებს, რომ ფესტივალის მოლოდინი არ გამართლდა. შეიქმნა პრობლემები, რომელიც ტურისტების რაოდენობაზე აისახა.
ფესტივალს თითქმის არ სტუმრობენ ქართველები, ანაკლიაში მოსახვედრი გზები კი საკმაოდ შეზღუდულია. მთავარი პრობლემა რუსი ტურისტების დაუსწრებლობაა, რადგან რუსეთიდან საქართველოში შემოსვლა პრობლემას წარმოადგენს, კაზანტიპის ფესტივალის სტუმრების ნახევარზე მეტი კი როგორც წესი რუსები არიან.
მარშონუკი სასტუმროებში შექმნილ პირობებზეც საუბრობს, პირველ რიგში მისთვის მიუღებელია სასტუმროების ფასების ათმაგი მატება, ასევე ტურისტები არაკომფორტულ გარემოს შეურაცხმყოფელად თვლიან:
„პირველ რიგში მინდა იმ ბიზნესმენების მოლოდინზე ვისაუბრო, ვისაც იმედი გაუცრუვდა კაზანტიპზე ადამიანების ნაკლებობის გამო. ხალხი, რომელიც თავის შვებულებას გეგმავს და რამდენიმე ათასი კილომეტრით შორს ჩამოდის ისინი პირველ რიგში საცხოვრებელის საფასურს უყურებენ. ფასი კი დაახლოებით ათმაგად გაიზარდა, იმასთან შედარებით რასაც თავიდან შემპირდნენ.
ყველა მათგანი არ იცხოვრებს ისეთ პირობებში, სადაც ერთ სართულზე უკარებო აბაზანაა, თვლიან, რომ ეს შეურაცხმყოფელია და ისინი უარს აცხადებენ ჩამოსვლაზე. ისინიც კი ვინც აქ ჩამოსვლაზე ოცნებობენ.
რაც შეეხება გზებს, როგორ შეიძლება მოხვდე საქართველოში, როდესაც ყველა გზა ჩაკეტილია. ეს მხოლოდ ყველაზე თამამებს გამოსდით. რუსეთიდანაც კი არ შეუძლიათ აქ ცამოსვლა, როდესაც ისინი ამ აუდიტორიის 66 პროცენტია. ქართველები კი კაზანტიპზე ძალიან ცოტანი არიან“, - განაცხადა ნიკიტა მარშონუკმა.
მასალის გამოყენების პირობები






