,,ჩაფლავებული“ ,,კაზანტიპის“ ფესტივალი ანაკლიაში
საზოგადოება - 20:25, 22 Aug, 2014     35137
,,რესპუბლიკა კაზანტიპი“ ანაკლიაში 10 წლიანი გეგმით ჩამოვიდა. გეგმას თან ახლდა 10 ათასობით ტურისტი, ახალი სასტუმროები, მოსახლეობის კეთილდღეობა და მათ შორის საერთაშორისო აეროპორტი, თუმცა შორეულ პერსპექტივაში. უწერია თუ არა ნიკიტა მარშუნოკის და საქართველოს ხელისუფლების 60 მილიონიან გეგმას განხორციელება, არსებული მონაცემებით, ეს ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ფესტივალის დაწყებამდე ორგანიზაციის მიერ ოფიციალურად გავრცელებულ ინფომრაციაში აღნიშნული იყო, რომ ,,ამ ეტაპზე ანაკლია 30 ათასამდე ტურისტის მისაღებად ემზადება, ანაკლიაში არსებულ სამი სასტუმროთი და სპეციალურად ფესტივალისთვის აშენებული კარვების ქალაქით, 2500 კარვით, რომლებიც 2-2- პირზეა გათვლილი. ყველაზე მეტი სტუმრის მიღება კი ადგილობრივ კერძო ბიზნესმენებს საკუთარი ფართების გაქირავებით შეუძლიათ - ამ შემთხვევაში საუბარია 17 ათას ადგილზე“.

,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით ,,რესპუბლიკა კაზანტიპის“ წარმატების პირველი აუცილებლობა - ტურისტების რაოდენობა, არცთუ ისე სარფიანად გამოიყურება. ჩვენი ინფორმაციით, ის დაახლოებით 2000-ის ფარგლებშია, მაშინ როცა მარშუნოკი 30 ათასს ჰპირდებოდა ანაკლიის მოსახლეობას. გარდა ტურისტების სიმცირისა, წარმატების მეორე აუცილებელი პირობა - კვების ობიექტები შეიძლება ითქვას, რომ 25%-ის დატვირთვითაც არ მუშაობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაპირებული ეკონომიკური აღორძინება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

,,ნიუპოსტი“ დღეის მონაცემების გადასამოწმებლად ,,რესპუბლიკა კაზანტიპის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა. კითხვაზე, თუ რა რაოდენობის ტურისტია ამჟამად ფესტივალზე ჩამოსული, ნინო სტურუამ ,,ნიუპოსტს“ განუცხადა, რომ ტურისტების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ პირველ სექტემბერს გახდება ცნობილი.

ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც კაზანტიპის ხარჯზე ზაფხული სეზონზე დიდ იმედებს ამყარებდა, ფესტივალს ,,ჩაფლავებულს“ უწოდებს. ტურისტების რაოდენობაზე მოლოდინი არ გაუმრთლდათ იმ მცირე მეწარმეებს, რომლებიც ტურისტებს კვების ობიექტებით ემსახურებიან. ,,ნიუპოსტი“ რამდენიმე ასეთ მეწარმესაც დაუკავშირდა, რომლებიც აცხადებენ, რომ მოლოდნი იყო დიდი თუმცა ტურისტების რაოდენობამ მათი მოლოდინი არ გაამართლა. ,,ველოდებით, ამბობენ ტურისტები მოიმატებსო, თუმცა იმედი არ გვაქვს. რასაც ამბობდნენ ის რაოდენობა არ არის და შესაბამისად, არც ის მოგება გვექნება, რაც ამ ფესტივალს უნდა მოეტანა“, - აცხადებს სწრაფი კვების ობიექტის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც ამბობს, რომ ფასები არ არის მაღალი, რომ კლიენტების დაბალი რაოდენობა ამით იყოს განპირობებული. ,,გვეუბნებიან, ხვალიდან ტურისტები მოიმატებსო, რადგან ფესტივალზე დასაქორწინებელი წყვილები ჩამოდიანო“, - იმედი აქვს ანაკლიის ერთ-ერთი კაფე-ბარის მეპატრონეს, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა.

იქნება თუ არა ხვალინდელი დღე ,,ვირის ცხვირთან დაკიდებული თივა“, - ამას ,,კაზანტიპის“ დარჩენილი დღეები გამოაჩენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42