ქართული ღვინის პოპულარიზაცია - ამბროლაური 24 აგვისტოს ღვინის ფესტივალს მასპინძლობს
საზოგადოება - 15:31, 22 Aug, 2014     4027

ექსკლუზიური ღვინოები საქართველოს სოფლებიდან - ასეთია საქართველოს მცირევენახიან მეღვინეთა გაერთიანებისა და მათ მიერ ორგანიზებული ღვინის ფესტივალების არაოფიციალური სახელი, რომლითაც ისინი საქართველოს ბაზარზე დამკვიდრებას იწყებენ.

ორგანიზატორთა განცხადებით, ფესტივალი, რომელიც უკვე ერთი წელია ტრადიციულ ხასიათს იღებს, მიზნად ისახავს რეგიონში ტრადიციული მეღვინეობის აღდგენა შენარჩუნებას, მცირე მწარმოებელთა ხელშეწყობას, ადგილობრივი ღვინის პოპულარიზაციას, საოჯახო მეურნეობის კულტურის განვითარებასა და ტრადიციული ვაზის ჯიშების მოძიება-შენარჩუნებას.

კვირას, 24 აგვისტოს, 16:00 საათზე მორიგი ასეთი ფესტივალი გაიმართება ამბროლაურში, სადაც რაჭისა და ლეჩხუმის მეღვინეების ნაწარმი იქნება წარმოდგენილი.

,,ფესტივალებს მეღვინეები ახალი წევრების მოზიდვისა და საკუთარი ღვინოებით თავმოწონების მექანიზმად განიხილავენ. აქედან ხდება მათი დაკავშირება ღვინის მაღაზიებთან, რესტორნებთან, სასტუმროებთან თუ ექსპორტიორებთან. ღვინის გარდა, ფესტივალზე წარმოდგენილია ყველი, ტკბილეული, ხელნაკეთი ნივთები, თაფლი და ა.შ. ანუ ყველაფერი ის, რაც ამა თუ იმ რეგიონისთვისაა სახასიათო.

ფესტივალის საზეიმო ატმოსფეროს შესაბამისად, მრავლადაა ხალხური და თანამედროვე მუსიკაც. მაგალითად, ამბროლაურის ფესტივალზე, ხალხური სიმღერის ჯგუფების გარდა, წარმოდგენილი იქნება ბენდი კანუდოსი, რომელიც ანანო მჟავიასთან ერთად გამოვა“, - აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები.

ფესტივალზე წამსვლელთათვის საორგანიზაციო ინფორმაცია ტრადიციული მეღვინეობის გაერთიანების ფეისბუქის გვერდზეა ხელმისაწვდომი. ორგანიზაციის წარმომადგენლები გვპირდებიან, რომ ამბროლაურის ფესტივალი შარშანდელზე ბევრად უკეთესი იქნება.

საქართველოს ტრადიციული მეღვინეობის ასოციაციის შესახებ მეტი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ორგანიზაციის ვებგვერდზე enoteca.ge, ასევე: facebook.com/enoteca.ge

საქართველოს ტრადიციული მეღვინეობის გაერთიანება 1 წლის წინ შეიქმნა და აერთიანებს: ქართლის, კახეთის, იმერეთის, რაჭისა და ლეჩხუმის, სამცხე ჯავახეთისა და სამეგრელოს მეღვინეობის ასოციაციებს.


ინფორმაცია რაჭა-ლეჩხუმის ღვინის ფესტივალზე წამომსვლელთათვის:

ტრანსპორტი, სასტუმროები და საოჯახო სასტუმროები რაჭასა და ლეჩხუმში

ტრანსპორტი

24 აგვისტოს დილის 10 საათზე ვარდების მოედანზე იქნება ავტობუსი რომელიც გავა 10:00 ზე და უკან ამბროლაურიდან წამოვა 19:00 საათზე. ავტობუსით მგზავრობის ღირებულება ორივე გზა (თბილისი-ამბროლაური-თბილისი) 15 ლარი.

ვინაიდან ადგილები შეზღუდულია, გთხოვთ დროულად დაუკავშირდეთ ნათია კობერიძეს - 577-433223.

P.S. - ავტობუსი კომფორტულია, არის კონდიციონერი.

ამბროლაური

სასტუმრო “სილოვანი” - კოსტავას ქუჩა # 37 - ტელ: (+9955 51)24342; (+995 5 51) 50 95 15

გივი კაციტაძე - შიშნიაშვილის ქ. # 12 - ტელ: (+995 599) 40 17 38; (+995 5 99) 62 85 88

კობა გოლოძე - ხვანჭკარას ქ. # 12 - ტელ: (+995 5 93)16 12 67; (+995 5 93) 75 85 80

მედეა გიორგობიანი - კობახიძის ქ. # 9 - (+995 5 58)36 07 54

მერაბ ჯანელიძე - რუსთაველის ქ. # 46 - ტელ: (+995 555) 52 65 15

ნანა (ელო) დონაძე - კობახიძის ქ. # 15 - ტელ: (+9955 99) 40 85 67; (+995 5 14) 70 00 99

ლალი ქემოკლიძე - ხუციშვილის ქ. # 10 - ტელ: (+995 593) 26 77 98

ნატო ლობჟანიძე - ჭავჭავაძის ქ. # 5 - ტელ: (+995 593) 10 35 73

შოვი

სასტუმრო Sunset Shovi - (+995 7 90)11 33 77; (+995 5 77) 90 19 01

სასტუმრო „რაჭა“ - (+995 5 78) 72 08 08

ტურ-ბაზა „შოვი“ -(+995 5 99) 92 15 91; (+995 5 99) 40 11 01

სასტუმრო „მამისონი“ - (+995 5 99) 51 40 86

უწერა

სასტუმრო „ფაზისი“ - ტელ: 599 53 6352; 599539393; 2604222

მირანდა მეტრეველი - ტელ: (+995 595) 31 00 89

ნუნუ მეტრეველი - ტელ: (+995 5 99) 26 15 20

აველ ორდენიძე - ტელ: (+995 5 55) 51 91 84

მურმან მეტრეველი - ტელ: (+995 5 93) 44 97 05

ოთარ მეტრეველი - ტელ: (+995 5 99) 29 67 79

ცაგერი

სასტუმრო „ხვამი 2002“ - თამარ მეფისქ. # 23 - ტელ: (+995 5 99) 39 19 89

სასტუმრო „გუნური“ - ორბელი - ტელ: (+9955 91) 19 67 79

თინა გუგავა - კოსტავას ქ. # 13/7 - ტელ: (+995 5 51) 15 45 46

ნატო სილაგაძე – თამარ მეფის ქ. 26 – (+995 5 99) 39 19 89

ლენტეხი

ლაშა ჩანქსელიანი - სტალინის ქ. 45

სამსონ მახარობლიძე - ტელ: (+995 5 95) 54 24 43 (ორბელი)

ნინო კონდრატიევა - ტელ: (+995 5 99) 19 41 06

ონი

სასტუმრო „ორიონი“- აღმაშენებლის ქ. -ტელ: (+995 5 79) 77 77 47

მხატვრის სახლი ''Gallery''- ტელ: (+995 5 99) 23 17 22

ანა ერისთავი - ტელ: (+995 5 95) 5904 57

მაყვალა ბერიშვილი - ტელ: (+995 5 58) 38 55 88





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42