სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე შპს "President Plaza Hotel"-ის კუთვნილ "ბუდა-ბარსა" და ქუთაისის ქუჩაზე - რესტორან "მიუნჰენში" კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა.
მათივე განცხადებით, ბიზნესოპერატორებმა ვერ წარმოადგინეს ხბოს ხორცის კეთილსაიმედოობის დამადასტურებელი დოკუმენტი - ვეტერინარული მოწმობა ფორმა №2, რის გამოც "ბუდა-ბარსა" და რესტორან "მიუნჰენს" საწარმოო პროცესი შეუჩერდა, ხორცი დაილუქა, ბიზნესოპერატორები კი 1000-1000 ლარით დაჯარიმდნენ.
„სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა საწარმოო პროცესი შეუჩერეს და 1000 ლარით დააჯარიმეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მდებარე ი/მ "აფიგ ალაზოვის" ხორცის სარეალიზაციო ობიექტი, სადაც დარღვეული იყო სურსათის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი; ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა ვეტერინარული მოწმობა - ფორმა N2, რის გამოც ი/მ "აფიგ ალაზოვი" 1000 ლარით დაჯარიმდა“,- აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






