მყინვარ დევდორაკზე სტიქიური პროცესების გააქტიურების რისკი კვლავ არსებობს
საზოგადოება - 12:23, 22 Aug, 2014     1770

მონიტორინგის შედეგად, მყინვარ დევდორაკზე კვლავ არსებობს სტიქიური პროცესების გააქტიურების რისკი, – ამის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სამინისტროს ცნობით, გარემოს ეროვნულ სააგენტოში შეიქმნა სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული საგანგებო ჯგუფი. მათ მოახდინეს დევდორაკის ვიზუალური დათვალიერება. მონიტორინგის შედეგად, მყინვარ დევდორაკზე კვლავ არსებობს სტიქიური პროცესების გააქტიურების რისკი.

"მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დარიალის ხეობაში დაწესდეს 24-საათიანი მონიტორინგი, რაც მოგვცემს სტიქიის შესახებ ადრეულად გაფრთხილების შესაძლებლობას. გარდა ამისა, მდინარე დევდორაკსა და ამალთეას შესართავთან დამონტაჟდება ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური, რომელიც ავტომატურ რეჟიმში გაზომავს: ნალექის რაოდენობას, ტემპერატურას, ატმოსფერულ წნევას და ინფორმაციას ონლაინ რეჟიმში გარემოს ეროვნული სააგენტოს ცენტრალურ ოფისს მიაწვდის. ასევე, შემუშავდა და დასრულდა ტექნიკური დავალება, იმ თანამედროვე აღჭურვილობის შესყიდვასთან დაკავშირებით, რომელიც უზრუნველყოფს ადრეული გაფრთხილების სისტემის მუშაობას ონლაინ რეჟიმში. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ უკვე მიმდინარეობს პროცედურები ევროპის წამყვანი კომპანიებიდან ტექნიკის შესყიდვასთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.

შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშაობას ამ დრომდე განაგრძობენ. უკვე მეორე დღეა ეძებენ დაკარგულს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა. ორიდან ერთი ნაპოვნია, თურქი მოქალაქის ცხედარი წყალმა რუსეთის მხარეს, საზღვართან გამორიყა. გარდაცვლილს, ქართულ მხარეს, რამდენიმე საათში ექსპერტიზისთვის გადასცემენ. გზის აღდგენა კი, სავარაუდოდ, 2 კვირაში დასრულდება.


ნინა შადური





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42