კომუნიკაციების ეროვნული კომისია "ქედი სტუდიისთვის" გაგზავნილ წერილს აქვეყნებს
საზოგადოება - 11:22, 22 Aug, 2014     1423

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია შპს "ქედი სტუდიისთვის" გაგზავნილი წერილის შინაარსს აქვეყნებს.

"საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ არა ერთი მცდელობის მიუხედავად შპს „ქედი სტუდიისთვის“ წერილის ჩაბარება ვერ შეძლო.

კომპანიის წარმომადგენლები უარს აცხადებენ კომისიის ოფიციალური წერილის ჩაბარებაზე. ამიტომ, კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე საჯაროდ ქვეყნდება შპს „ქედი სტუდიისთვის“ გაგზავნილი წერილის შინაარსი:

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, გატყობინებთ, რომ 2014 წლის 27 აგვისტოს, 16 საათზე, მისამართზე: 0144 ქ.თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18, გაიმართება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში ,,კომისია“) სხდომა, სადაც განიხილება შპს „ქედი სტუდიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევის გამო (საფუძველი: კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 30 ივლისის №10/1234-14 სამსახურებრივი ბარათი).

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თარიღია 2014 წლის 19 აგვისტო. გაცნობებთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, თქვენ უფლება გაქვთ კომისიაში წარადგინოთ მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით, გაეცნოთ ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, მოითხოვოთ ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების ასლები.

გთხოვთ, უზრუნველყოთ თქვენი უფლებამოსილი წარმომადგენლის მონაწილეობა კომისიის სხდომასა და ადმინისტრაციულ წარმოებაში.“

კომისია მიიჩნევს, რომ წერილის ვეგბერდზე (www.gncc.ge) და კომისიის ოფისში საჯარო ადგილზე გამოქვეყნება, მისი შინაარსის შპს „ქედი სტუდიოთვის“ გაცნობის ალტერნატიული ფორმაა",- აღნიშნულია კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ნინა შადური





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42