დარიალის ხეობაში დაკარგულების შესახებ ოფიციალური განცხადება გაკეთდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორი აცხადებს, რუსეთის მხარემ უკვე დაადასტურა ერთი დაკარგული ცხედრის პოვნის შესახებ ინფორმაცია. რამდენადაც ცნობილია, რამდენიმე საათში თურქეთის მოქალაქის ცხედარს გადმოსცემენ ქართულ მხარეს, რის შემდეგაც ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზა.
„რუსეთის მხარეს, ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე, მდინარეში ნაპოვნი იქნა მიცვალებული, პირველადი ინფორმაციით, სავარაუდოდ მიცვალებული არის ის თურქი მოქალაქე, რომელსაც გუშინდელი დღიდან ვეძებდით, სავარაუდოდ რამდენიმე საათში მოხდება მიცვალებულის გადმოცემა ქართული მხარეზე. შემდეგ ჩატარდება ექსპერტიზა და მიცველებული გადაეცემა თურქეთის მხარეს. ხოლო საქართველოს მოქალაქე რომელიც დაკარგულია, ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის“,- განაცხადა ზვიად ქაწაშვილმა.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






