„განცვიფრებული ვარ ერთი მოვლენით, ჩავიდა 4 მინისტრი, მაგრამ ერთი გეოლოგი მერაბ გაფრინდაშვილი. მე მას ვთვლი კარგ სპეციალისტად, მაგრამ გარემოს ეროვნულ საგენტოს მეტი რესურსიც არ აქვს, საქართველოში კი 3000-ზე მეტი მეწყერსაშიში უბანია, ეს არის მთიანი აჭარა, მთლიანი საქართველოს კავკასიონის სამხრეთი ფერდი და ა.შ. ასე რომ სირცხვილია, როდესაც ჩვენ 21-ე საუკუნეში ჩვენ ვიღებთ კატასტროფულ მოვლენას და შემდეგ გმირულად ვებრძვით მას. არსებობს თანამედროვე მოვლენები ასეთ სტიქიურ მოვლენებთან ბრძოლისა, მათი პერმანენტული მონიტორინგისა და მათი შერბილებისა, ასე რომ ჩემი აზრით, ეს უფრო სტიქიის პრობლემები კი არ არის, მენეჯმენტის პრობლემებია“,- აღნიშნა სანდრო თავლჭრელიძემ და დასძინა რომ ძირითადად გაზაფხულობით, ან ზაფხულის ბოლოს ხდება ძალიან დიდი ყინულის ინტენსიური დნობა, რაც ქანების დარბილებას იწვევს და ამას მოჰყვება მეწყერი და ღვარცოფი.
როგორც გეოლოგი აღნიშნავს, ის იყო ბოლო თავმჯდომარე საქართველოს დამოუკიდებელი გეოლოგიის დეპარტამენტის.
„ჩვენ დეპარტამენტში ძალიან კარგად გვქონდა აწყობილი ისეთი პრევენციის გეოდინამიკური მოვლენების მონიტორინგის სამსახური. ჩემი აზრით, წინა ადმინისტრაციის ყველაზე დიდი შეცდომა გახლდათ ის, რომ ასეთი დეპარტამენტი გეოლოგიის იყო გაუქმებული, დღესდღეისობით პრაქტიკულად არ რჩებიან პროფესიონალები, რომლებიც იქნებიან საქართველოს სახელმწიფო სამსახურში ეს არის მენეჯმენტის პრობლემები“,- განაცხადა თვალჭრელიძემ.
ამის შესახებ გეოლოგმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ქრონიკაში“ სტუმრობისას ისაუბრა.
„მე და ჩვენი საბუნებისმეტყველო, მეცნიერებათა აკადემიის ხუთმა აკადემიკოსმა მივწერეთ წერილი, წინა პრემიერ-მინისტრს, ახლანდელ პრემიერმინისტრსაც, სადაც ვამბობდით, არაფერი არ გვეშველება მანამ, სანამ არ აღვადგენთ საქართველოს გეოლოგიურ სამსახურს. ეს არ არის მხოლოდ გეოდინამიკური პრობლემები“,- განმარტა სანდრო თვალჭრელიძემ.
მისივე ინფორმაციით, დაახლოებით 20 წელია, საქართველოში მიწისქვეშა წყლების მონიტორიგი არ მიდის.
„24 საათიანი მონიტორინგი უნდა მიმდინარეობდეს ამ 3000 მეწყერ საშიში ადგილისა, ასეთი ტიპის სამსახურები შექმნილია ძალიან ბევრ ქვეყანაში ამ მოვლენებს სჭირდება შესაბამისი მონიტორინგი, ვიდეო კამერების დამონტაჟება არაფრის მომტანია, ამას სჭირდება სპეციალური ტრენინგი, აშშ-ში ხალხის გაშვება სწავლა ამ მეთოდიკებისა და ა.შ“,- დასძინა გეოლოგმა.
თვალჭრელიძე აღნიშნავს, რომ 17 მაისის შემდეგ, დარიალის ხეობაზე მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვება რომ მოხდარიყო, განმეორებითი სტიქიის აცილება შესაძლოა შესაძლებელი ან ნაკლებად ზარალის მომტანი ყოფილიყო.
„თავის დროზე როდესაც 17 მაისის სტიქიურ მოვლენას ჰქონდა ადგილი, მე მაშინ ვქთქვი რომ ხალხნო, ეს არ შეწყდება ერთი წვიმა არფერი შუაშია, ამას სჭირდება ხანგრძლივი დაკვირვება გეოდინამკური პროცესების განვითარება და დროულად სჭირდება პრევენციული ზომების მიღება, მეწყერის აფეთქება და ხელოვნურად შექმნილი კალაპოტით მისი ჩამოშვება, ეს რომ გაკეთებულიყო 17 მაისს დაახლოებით 15-ჯერ ნაკლები მასის ქანი ჩამოწვებოდა“,- განაცხადა სანდრო თვალჭრელიძემ.ნინა გოლოშვილი
მასალის გამოყენების პირობები






