საქართველოს გავლით სომხეთში ბუნებრივი გაზის ტრანზიტი შეწყვეტილია. როგორც საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიაში აცხადებენ, დევდორაკის ხეობაში ჩამოწოლილმა მეწყერმა ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის 1200 მმ მაგისტრალური გაზსადენი დააზიანა, რის გამოც შეწყვეტილია ბუნებრივი გაზის ტრანზიტი სომხეთში.
მათივე განცხადებით, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ დაწყებულია დაზიანების ხარისხის გამოკვლევა, რომლის დადგენის შემდეგაც მაგისტრალური გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.
შეგახენებთ, რომ დარიალში მეწყერი 17 მაისსაც ჩამოწვა. მაშინ სტიქიას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. განმეორებით, დევდორაკის ხეობაში მთის მასა ინტენსიური წვიმისა და ღვარცოფის შედეგად წუხელ, გვიან ღამით ჩამოწვა. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 2 პიროვნება, ერთი საქართველოს, მეორე კი თურქეთის მოქალაქე.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






