
კაზანტიპის ფესტივალი ამ წუთებში ოფიციალურად გაიხსნა. რესპუბლიკამ კარიბჭე სტუმრებისთვის ზუსტად 21:00 საათზე გააღო.
ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, რომელიც აქამდე ყირიმის ნახევარკუნძულზე იმართებოდა, წელს საქართველოში, ანაკლიაში, პირველად ტარდება. ფესტივალზე ელექტრონული მუსიკის სცენის არაერთი გამორჩეული დიჯეი ჩამოდის. Dixon, Ricardo Villalobos, jamie jones, Guy Gerber, Âme, Seth Troxler და სხვა არაერთი გამორჩეული დიჯეი 10 დღის მანძილზე, ქართველ მუსიკოსებთან ერთად ”რესპუბლიკა კაზანტიპის” სცენაზე იდგება.
"რესპუბლიკა კაზანტიპში" ჩასასვლელად 21465 ქართველი და უკრაინელი გოგონა დარეგისტრირდა. "რესპუბლიკის პრეზიდენტი" არ ახმაურებს ხალხის საერთო რაოდენობას, თუმცა მისი განცხადებით, გართობის მსურველები მსოფლიოს ყველა წერტილიდან ჩამოდიან. ანაკლიაში ფესტივალთან დაკავშირებით 1000-მდე სამართალდამცავია მობილიზებული.
ფოტო ანაკლიიდან

მასალის გამოყენების პირობები






