სოციალურ ქსელში ლიზა ბაგრატიონისა და მომღერლის, ალტისტი შეყვარებულის ფოტოები გავრცელდა. ბედნიერი წყვილი უცხოეთში გადაღებულ ფოტოებს „ფეისბუქზე“ „აშეარებს“.
„რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ერთი ეტაპი დასრულდა და ახლა ახალ, მეორე ეტაპზე ვარ: გავშორდი მეუღლეს და ახლა მყავს საყვარელი ადამიანი, რომლის გვერდითაც თავს მშვიდად ვგრძნობ. სამწუხაროდ, ის თბილისში ცხოვრობს, მე კი გერმანიაში ვარ და ხშირად ვერ ვხედავთ ერთმანეთს. ისიც მუსიკოსია და ძალიან ბევრი საერთო გვაქვს...“ - ეს პოსტი 28 წლის შეყვარებულმა ალტისტმა გიორგი ცაგარელმა ლიზა ბაგრატიონზე დაწერა.
ცალ-ცალკე ყოფნა ურთიერთობის დასაწყისში იყო. ახლა უმეტეს დროს ერთად ატარებენ. შეყვარებული წყვილი ამჯერად იტალიაშია. ლიზა ბაგრატიონის ახალ სიყვარულზე რამდენიმე თვის წინ ბევრს წერდნენ და წყვილს მალე დაცილებასაც უწინასწარმეტყველებდნენ. ავი ხმები იმის შესახებ რომ 40 წლის მომღერალი 28 წლის მუსიკოსს მალე მობეზრდებოდა, არ გამართლდა. პირიქით, ფოტოებზე აღბეჭდილი ბედნიერი სახეები სულ სხვას მეტყველებენ...
დასვენებამდე კი იტალიაში გამგზავრებას სხვა მიზეზი ჰქონდა. ქართველმა ნიჭიერმა ალტისტმა გიორგი ცაგარელმა იური ბაშმეტის მიწვევით იტალიის ქალაქ სიენაში გია ყანჩელის პიესების ევროპული პრემიერა წარადგინა.
მან აღიარებულ მუსიკოსთან მიხაილ მუნტიანთან ერთად სიენაში შოსტაკოვიჩის სონატაც შეასრულა.
მასალის გამოყენების პირობები






