გურჯაანში ,,რთველი 2014-ის“ საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:06, 20 Aug, 2014     3598
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ქალაქ გურჯაანში 2014 წლის რთველის საკოორდინაციო შტაბი გახსნა. ღონისძიებას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი, კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი, კახეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმღვანელები და ღვინის კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

,,საკოორდინაციო შტაბი შეიქმნა იმისთვის, რომ წლევანდელი რთველი ჩატარდეს ორგანიზებულად. ყველა საკითხის განხილვა მოხდება შტაბში, რათა მევენახეებისთვის მაქსიმალურად გამარტივდეს ყურძნის რეალიზაცია. გამომდინარე იქიდან, რომ წელს ყურძენზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია, ვფიქრობთ, რომ ყურძნის ფასი ყველა მევენახისთვის მისაღები იქნება და რთველიც წარმატებით ჩაივლის“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

რთველი 2014-ის საკოორდინაციო შტაბი 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს და შარშანდელის მსგავსად, ჩაბარებული ყურძენი სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღირიცხება.საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელსაც მოხდება როგორც თეთრი, ისე წითელი ყურძნის სუბსიდირება.მიმდინარე წლის რთველის სეზონზე ყურძნის ხარისხის კონტროლთან ერთად, მკაცრი კონტროლი ქარხნებიდან ჭაჭის უტილიზაციაზეც განხორციელდება.

რთველი ტრადიციულად დედოფლისწყაროს რაიონიდან დაიწყება. ბაზრის მოთხოვნა-მიწოდების ანალიზიდან გამომდინარე, წელს სუბსიდია1 კილოგრამ რქაწითელზე შარშანდელთან შედარებით უმნიშვნელოდ შემცირდა და 35 თეთრს შეადგენს, 1 კგ საფერავზე - 15 თეთრს.

რთველთან დაკავშირებით ამოქმედდა ცხელი ხაზი - 2 47 01 01, რომელიც დაინტერესებულ პირებს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება. დამატებითი ინფორმაციის, კითხვებისა და კომენტარებისათვის მოსახლეობას შეუძლია მიმართოს ღვინის ეროვნულ სააგენტოს სპეციალურ ელექტრონულ მისამართზე: rtveli2014@georgianwine.gov.ge

დღესვე, ოთარ დანელიამ, იური ნოზაძემ და ლევან დავითაშვილმა სახელმწიფო ღვინის კომპანია შპს „გრუზვინპრომი“მოინახულეს. საწარმო ტექნიკურად სრულად გამართულია და საჭიროების შემთხვევაში მზად არის მოსახლეობისგან ყურძენი ჩაიბაროს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42