თბილისში კაზანტიპის ფესტივალს აპროტესტებენ, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მთავრობის ადმინისტრაციისკენ მსვლელობა მოაწყვეს.
აქციის მონაწლეების განცხადებით, მათთვის კაზანტიპის ფესტივალი მიუღებელია. ადგილზე მოხდა ინციდენტიც. მცირე შელაპარაკლება აქციის მონაწილეებს შორის საწინააღმდეგო აზრის დაფიქსირებამ გამოიწვია. ერთ-ერთმა გამვლელმა ქალბატონმა აქციის მონაწილეებს უთხრა რომ ის არ ეწინააღმდეგებოდა საქართველოში კაზანტიპის ჩატარებას.
ამის შემდეგ მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, თუმცა სიტუაცია მალევე განიმუხტა. ამის შემდეგ აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობიდან კანცელარიის მიმართულებით დაიძრნენ. მანამდე აქციაზე შეგროვდა ხელმოწერები მომიტინგეთა შორის, ასევე გავრცელდა საპატრიარქოს მიერ წერილობითი სახით განცხადება, რომელიც კაზანტიპის ფესტივალს შეეხებოდა, თუმცა კაზანტიპის ფესტივალი დღეს ანაკლიაში ოფიცილურად იხსნება.
მასალის გამოყენების პირობები






