25 ათასამდე ბავშვი საბავშვო ბაღებში თავისუფალი ადგილის მოლოდინშია
საზოგადოება - 12:59, 20 Aug, 2014     2317
საბავშვო ბაღები მუშაობას 8 სექტემბრიდან განაახლებენ, მანამდე კი თბილისის მერია ბაღებში არსებულ სიტუაციას შეისწავლის, რის შემდეგაც მოლოდინი რეჟიმში მყოფ ბავშვებს შეძლებისდაგვარად დააკმაყოფილებს. ბაღის გარეთ დარჩენილი ბავშვების მშობლების ნაწილს კი იმედი აქვს, რომ წელს მათი შვილები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში მოხვდებიან. ისისნი ამის მიზეზად გადავსებულ ჯგუფებს , მცირე რაოდენობით საბავშვო ბაღებს და გაზრდილ მოთხოვნებს ასახელებენ.

„მას შემდეგ , რაც ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ბაგა-ბაღებში სწავლა უფასო გახდა, ბაღებზე მოთხოვნა გაიზარდა და დღეს 25 ათასამდე ბავშვია თავისუფალი ადგილის მოლოდინში. ჩვენ ჯერჯერობით მათ მოთხოვნას ვერ ვაკმაყოფილებთ, რადგან ბაღებში საკმარისი ადგილები არ არის. წლის ბოლომდე რამდენიმე ბაღში სარემონტო სამუშაოებს ვგეგმავთ, რათა ჯგუფების რაოდენობა გავზარდოთ. შემოდგომაზე კი საპროექტო მომსახურებას შევისყიდით, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტში გავითვალისწინოთ და 10 ბაღის მშენებლობა დავიწყოთ“- განუცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ინტერნეტ გამოცემა „არის.გე“-ს.

როგორც თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბაღების გარეშე დარჩენილი ბავშვების ზუსტი სტატისტიკის მოძიება. ასევე მოწმდება ყველა ბაღის ყველა ჯგუფი, რათა გარეთ დარჩენილი ბავშვების შეძლებისდაგვარად დაკმაყოფილება მოხდეს.

თბილისის მერის ინიციატივას დადებითად აფასებენ ბაღის გარეთ დარჩენილი ბავშვების მშობლები, თუმცა იმის იმედი , რომ წელს მათი შვილები ბაღში მოხვდებიან, არ აქვთ.

„კარგია, როდესაც ვიგებთ, რომ ბაღები უნდა აშენდეს, ვიგებთ , რომ რეაბილიტაცია უტარდება შენობებს, მაგრამ მოთხოვნა იმდენად დიდია, არა მგონია, რომ მერიამ ეს მოთოვნა სრულად დააკამყოფილოს. პირადად მე არ მაქვს იმედი , რომ წელს ჩემი შვილის ბაღში მიყვანას შევძლებ. იმ ბაღში და იმ ჯგუფში , სადაც ჩემი შვილი უნდა შევიყვანო, ერთი ადგილის გათავისუფლებას 20-ზე მეტი ბავშვი ელოდება“-განაცხადა გაზეთ ,,რეზონანსთან“ ერთ-ერთმა მშობელმა.

ამჟამად თბილისში 159 ბაღია. იმისთვის , რომ მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, დამატებით კიდევ 9 ბაღის გახსნაა საჭირო. როგორც ბაღების სააგენტოში აცხადებდნენ, იანვარ -თებერვალში გაიხსნება 3 ახალი ბაღი (ნაძალადევში, ისანსა და სამგორში), თუმცა ეს საკმარისი ისევ არ იქნება.

ამ დრომდე უცნობია , თუ რა ბედი ელის იმ ბავშვებს, რომლებიც რეგისტრაციის გარეშე დარჩნენ . ცნობილია მხოლოდ ის , რომ მშობლებს რეგისტრაცია სექტემბრიდან პერიოდულად შეეძლებათ, რადგან საბავშვო ბაგა-ბაღებში დარეგისტრირებული ბავშვები ბაღიდან გაცდენის გამო გარიცხული ბავშვების ადგილს დაიკავებენ.

მომზადებულია გაზეთ „რეზონანსის“ მიხედვით





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42