სარაგბო კლუბ „არმაზის“ მწვრთნელი გარდაიცვალა
სპორტი - 20:32, 19 Aug, 2014     6189

სარაგბო კლუბ „არმაზის“ მწვრთნელი დავით ვართანიანი 45 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს:

“ქართული სარაგბო თემი თავზარდაცემულია - უეცრად გამოგვაკლდა საღ-სალამათი წევრი, ალალი და უღალატო მეგობარი, ზნე-კეთილი ადამიანი და მზარდი სპეციალისტი დათო ვართანიანი, ვინაც ჩვენს წიაღში 30 სისხლ-სავსე წელი გაატარა.დაიბადა 1969 წელს. თამაში განათლების განყოფილების გუნდში (ახლანდელი ლელო), 15 წლისამ დაიწყო. მერე იყო ელმავალი, სამედიცინო, ჯარი, აკადემია, მიმინო, ვესტა, ქორები, ლოკომოტივი და საფრანგეთიც. დათო ნაკრებში 1990 წელს აიყვანეს - ფრანგულ ტურნეში მონაწილეობდა, პირველი კეპი კი მეოთხე ტესტში, 1991 წელს, უკრაინასთან მიითვალა. მერე მიზეზთა გამო ჰქონდა ხანგრძლივი პაუზა, მაგრამ 28 წლისა კიდევ დაბრუნდა დიდ სპორტში და 8 წელიც ითამაშა - 2000 წელს, სულ პირველ "ერთა თასზე", ხუთიდან სამ მატჩში ირაგბა, და სანაკრებო კარიერა 9 ბორჯღალით დაასრულა. თამაშობდა შერკინების მესამე ხაზში. ჯანი, სიმარდე, ბრძოლის ჟინი ბუნებისგან ჰქონდა მომადლებული და ალღოიანი მობურთალიც იყო. საფრანგეთ-მოვლილმა ბოლო ხანს მწვრთნელობა სცადა და ამ სფეროშიც მიაღწია წარმატებას: მისმა დამოძღვრილმა არმაზმა უმაღლეს ლიგაში პირველად დაიკავა მეოთხე ადგილი (2012-13). დათომ ჭაბუკთა ნაკრებსაც დაატყო ხელი: ნორჩმა ბორჯღალოსნებმა შარშან, შემოდგომაზე, პორტუგალიაში მოიგეს ევროპის ალაფა, წლეულს, გაზაფხულზე კი, ჰონკონგში, მსოფლიო ალაფაზე, ოთხიდან სამ მატჩში იმარჯვეს. დავითმა პარასკევს არმაზს უთავკაცა ეროვნული ჩემპიონატის პირველ ტურში, ორშაბათს ღამით კი გულმა უმტყუნა. 45 წლის ვაჟკაცი ასე უღმერთოდ გამოგვეცალა ხელიდან და უნუგეშოდ დაგვტოვა”,- ნათქვამია რაგბის კავშირის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42