ხვალ ანაკლიაში “კაზანტიპის” მუსიკალური ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნება
საზოგადოება - 18:15, 19 Aug, 2014     799

ხვალ ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ,,კაზანტიპი“ იწყება, რომელსაც წელს ,,რეალობის ალტერნატიული რეალობა“ ჰქვია. „კაზანტიპის” ფესტივალი თბილისის დროით 21.00 საათზე ოფიციალურად გაიხსნება.

ფესტივალი 1992 წლიდან 2013 წლის ჩათვლით უკრაინაში, ყირიმის ნახევარკუნძულზე იმართებოდა. თუმცა, რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ გადაწყდა, რომ 2014 წელს ფესტივალი საქართველოში, ანაკლიაში გაიმართებოდა.

10 დღიან ფესტივალს ყოველწლიურად 150 000 ადამიანი სტუმრობს. ფესტივალზე გოგონებისთვის შესვლა უფასოა, მამაკაცებისათვის კი 200-250 დოლარამდეა.

ანაკლიაში ფესტივალის ჩატარების შესახებ ჯერ კიდევ გაზაფხულზე გახდა ცნობილი. ადგილზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მთელი ზაფხულის განმავლობაში მიმდინარეობდა, გადაღებულია რამდენიმე სარეკლამო კლიპიც, სადაც ფესტივალის ორგანიზატორები ტურისტებს საქართველოს შესახებ მოუთხრობენ და ფესტივალაზე ეპატიჟებიან.

ადგილობრივი მოსახლოება მიესალმება ფესტივალის ჩატარების. ისინი აცხადებენ, რომ ფესტივალზე ტურისტების ჩამოსვლა რეგიონის პოპულარიზაციას და ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

ფესტივალს ჰყავს მოწინააღმდეგეებიც. სასულიერო პირები მას გარყვნილების ბუდედ თვლიან და მოსახლოებას მოუწოდებენ, არ წავიდნენ ფესტივალზე. ამ მოწოდებით საპატრიარქომ განცხადებაც გაავრცელა, 14 აგვისტოს აქციაც გაიმართა, დღეს კი სინოდის წევრებმა ანაკლიაში პარაკლისი გადაიხადეს.

ფესტივალის ორგანიზატორი ნიკიტა მარშუნოკი სასულიერო პირებს ფესტივალზე ეპატიჟება და არწმუნებს მათ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე არ იქნება ნარკოტიკები.

ანაკლიაში ფესტივალთან დაკავშრებით გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, ამისათვის ადგილობრივი სამართალდამცავებთან ერთად თბილისიდან ჩასული სამართალდამცავებიც იმუშავებენ.

წელს ფესტივალის წარმატებით ჩატარების შემთხვევაში ,,კაზანტიპი“ საქართველოში მომდევნო 10 წლის განმავლობაში გაიმართება.

წყარო: http://www.smoge.org/






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42