თავზე ცივი წყლის გადასხმის აქციამ მთელი მსოფლიო მოიცვა და ბუნებრივია ის საქართველოს სელებრითებმაც აიტაცეს. ამ ფაქტს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მუსიკოსი მაია დარსმელიძე გამოეხმაურა. აქციის მიზანი და წესები განმარტა და მომავალი მონაწილეები დააკვალიანა.
მაია დარსმელიძე: „ძვირფასო ქართველო სელებრითებო, ძალიან კარგია, რომ ბაძავთ ცივილიზებული ქვეყნის სთარებს, მაგრამ ბოლომდე გარკვეულიყავით ამ "სახალისო ფლეშმობის" შინაარსში და ისე გექნათ ეს ყოველივე. : )
ეს არ არის მხოლოდ "სიცხეში გამაგრილებელ/გასართობი" აქცია, ეს მეტად საინტერესო და სერიოზული საქველმოქმედო შინაარსის აქციაა.
დაავადებას, რომლის გამოც ეს გამოწვევები გამოიგონეს ოფიციალურად Lou Gehrig’s-ის დაავადება ჰქვია. ის ტვინის ნერვულ და ზურგის ტვინის უჯრედებს აზიანებს, რაც საბოლოოდ პარალიზებით და გარდაცვალებით სრულდება.
ამ დაავადების დასამარცხებელი ფონდის ALS Association-ის გამოწვევაში მონაწილეები თავზე წყალს ისხავენ, შემდეგ მინიმუმ $10 წირავენ ფონდს და ასახელებენ შემდეგ სამ ადამიანს...
ანუ, ეს გაყინული წყლის გადასხმა ნიშნავს რომ ადამიანი ჩაერთო ამ საქველმოქმედო კამპანიაში და ამ დაავადებასთან ბრძოლის ფონდში რიცხავს თანხას.
მაგარი იქნებოდა აქაც რომ ქონოდა მსგავსი დატვირთვა. რომ ჩაგვერიცხა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ფონდში, ან რომელიმე სხვა მსგავს ფონდში. უამრავი პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში და ასეთი სახალისო მეთოდით ბევრი ადამიანის ჩართვაა შესაძლებელი. მენტალურ ამბავშიც პატარა "რევოლუცია" მოხდებოდა - ასეთი სახალისო აქციით ადამიანები მიეჩვეოდნენ ქველმოქმედებას... : )
ამ პოსტით კი მინდა გითხრათ, თუ რამის "გადმოღება" მოგვწონს და გვიხარია, ბოლომდე გადავიღოთ, ამ აქციაში კი გასართობ ნაწილს ყველაზე უმნიშვნელო დატვირთვა აქვს... : )
მასალის გამოყენების პირობები






