ბერ-მონაზონი ილია ვაშაკიძე კაზანტიპთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებს, „თბილისშიც გვაქვს კაზანტიპები, სტრიპტიზბარები, კაზინოები, ბორდელები – აქ უფრო მეტი უზნეობაა და იქ ჩეულებრივი ფესტივალია“- აცხადებს ბერ-მონაზონი ,,ფრონტნიუსთან".
„კაზანტიპი ჩვეულებრივი მუსიკის ფესტივალია, კლასიკური მუსიკის ფესტივალზეც შეიძლება, უზნეობა მოხდეს და ასევე შესაძლებელია, ელექტრომუსიკის ფესტივალზეც ზნეობის ნორმების დაცვა. რაღა ანაკლიაში მივდივართ პარაკლისების გადასახდელად? თბილისშიც გვაქვს კაზანტიპები, სტრიპტიზბარები, კაზინოები, ბორდელები – აქ უფრო მეტი უზნეობაა და იქ ჩეულებრივი ფესტივალია და მორჩა, იმ ფონზე, რაც თბილისში ხდება, არაფერია განსხვავებული…. მაშინ მივიდნენ აქ ბორდელებთან, კაზინოებთან და სტრიპტიზკლუბებთან და აქაც ჩაატარონ პარაკლისი… პარაკლისის გადახდა ყველგან შეიძლება და არავის ეკრძალება, მაგრამ იმ ფონზე, რაც თბილისში ხდება, ეს არაფერია. საპატრიარქოს განცხადებას ვეთანხმები, მაგრამ უფრო ვრცელი უნდა ყოფილიყო, რადგან უზნეობა თბილისშიც უზნეობაა და ანაკლიაშიაც და ნებისმიერ ადგილას. აქ უფრო მიმტევლებრული და მისიონერი რაკურსით უნდა მივუდგეთ ამას და არა – მიტინგებით“.
მასალის გამოყენების პირობები






