კახელები ქიზიყის ორი რაიონის უბედურების ზონად გამოცხადებას ითხოვენ
საზოგადოება - 16:04, 19 Aug, 2014     4946
საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი ირინე ფხოველიშვილი, შექმნილ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით გაზეთ „ქრონიკა +“ საუბრობს:

„არსებული მდგომარეობა რეალურად უნდა შეფასდეს, არავის უნდა შეეშინდეს სიმართლის თქმის, -კახეთის ეს ორი რაიონი, არის უბედურების ზონა, რადგან მთლიანად დაიღუპა საშემოდგომო, საგაზაფხულო კულტურები, ხმება მრავალწლიანი ნარგავები და ავტომატურად მეცხოველეობასაც საფრთხე ემუქრება. ფუტკარიც ზოგი გაწყდა, ზოგმა დატოვა სკა და ველურ პირობებში გადავიდა, ხელოვნური ტბორები ისე გაცხელდა, თევზი იხოცება.

გეტყვით, რა შეიძლება გაკეთებულიყო, საქმე ამ მდგომარეობამდე რომ არ მისულიყო, მსგავსი სიტუაციები სხვა ქვეყნებსაც აქვთ, მაგრამ იქ სახელმწიფო მასობრივად იწყებს მინიწყალსაქაჩების შეძენას გლეხებისა და ფერმერებისათვის, მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა.

ფხოველიშვილის განცხადებით ამ რეგიონში სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი კონსტანტინე ხიცაიძე იყო ჩამოსული, რომელსაც მოსახლეობამ მინისარწყავი სისტემებით დახმარება სთხოვა, ხიცაიძემ კი განუცხადა , რომ წელს ვერაფერს გააკეთებდნენ , მომავალი წლიდან კი მელიორაციის საკითხებზე უკეთესად იმუშავებდნენ.

ირინე ფხოველიშვილის სახელმწიფოს თხოვს , რომ დაზარალებული გლეხები და ფერმერები მიწის გადასახადისგან გათავისუფლდნენ, ასევე სახელმწიფომ მისცეს საშუალება დონორებს , მიეხმაროს განადგურებულ გლეხობას და სათესლე მასალა მოაწოდონ, რადგან მათ ეს მასალაც არ აქვთ

ფერმერთა პროფკავშირის პრეზიდენტის განცხადებით სადაზღვევო კომპანიები მოსავლის დასაზღვევას ფერმერებს კურიოზულ პირობებს სთავაზობენ-კახეთის რეგიონს წყალდიდობის შემთხვევაში დაეხმარება, ხოლო აჭარა-რაჭა - ლეჩხუმს გვალვის დროს, მაშინ როცა კახეთის მთავარი პრობლემა გვალვაა.

მისი განცხადებით, სოფლის მეურნეობაში სახელმწიფოს არ აქვს ათვლის წერტილი და თვითდინებით , ინერციით მიდის. არ არსებობს მიწის კოდექსი.

მომზადებულია გაზეთ „ქრონიკა +“ ის მიხედვით





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42