17 წლის ნუცასათვის იურმალა პირველი საერთაშორისო კონკურსი და შესაბამისად პირველი საერთაშორისო აღიარება იყო. მანამდე ის სატელევიზიო პროექტ "ერთი ერთში" გამოჩნდა, სადაც სრულიად უცნობმა გოგონამ თავისი ნიჭით ბევრი პროფესიონალი დაჩრდილა. ვარსკვლავობისაკენ გზა ნუცას პროდიუსერმა კახა მამულაშვილმა, იგივე მამულიჩამ და მომღერალმა ლელა წურწუმიამ გაუკვალეს.
ნუცას წინაშე ახლა 50 ათასი ევრო და ბევრი პერსპექტივაა. მას უკვე ამზადებენ ევროვიზიისთვის. რუსული შოუბიზნესის პროდიუსერებიც ცდილობენ, ქართველ კონკურსანტს მომგებიანი წინადადებები შესთავაზონ.
ერთადერთი, რაც ნუცას გეგმებში არ შედის, ეს სიყვარულია. მისი პროდიუსერი, მამულიჩა, ყველა ბიჭს აფრთხილებს, რომ ნუცას ახლოსაც არ გაეკარონ.
მამულიჩა: ნუცა ქუჩაში რომ გადის, დიდი პოპულარობით სარგებლობს, მასთან ერთად სურათებს იღებენ, ავტოგრაფებს სთხოვენ. არ დამანახოთ კაცი თაყვანისმცემლები! თბილისში ვაფრთხილებ ყველას, რომ თავი დაანებონ ბავშვს!
წყარო:http://sana.ge/

მასალის გამოყენების პირობები






