იმპოტენცია, პრობლემა რომელსაც საქართველოში უმეტესწილად მალავენ და არ ამჟღავნებენ და „ქართული ვიაგრა“, რომელიც „ქართულ ბაზარზე“ არ იყიდება.
როგორც ირკვევა სტატისტიკურად ამით დაავადებულნი არიან ახალგაზრდები, სტაჟიანი ნარკომანები და მოქეიფე მამაკაცები...
„ეს იქნება სამედიცინო გადატრიალება ქართულ სივრცეში“ - წერს ჟურნალი „ფენომენი“ და იმ პრეპარატზე საუბრობს, რომელიც „ქართულ ვიაგრად“ მოინათლა. ვიაგრას შემქმნელი მანანა ჭყონია კი პოტენციის პრობლემებით შეწუხებულ მამაკაცებს შემდეგი სიტყვებით აიმედებს - „ამ წამლის შედეგად ეფექტს 5 დღეში მიიღებთ“, „ნიუპოსტი“ ამ ფაქტით დაინტერესდა და ქართული ვიაგრის ავტორს დაუკავშირდა. „პაციენტი რამდენ ხანში მორჩება ვიცი, მაგრამ რამდენ ხანს შეინარჩუნებს ამ მდგომარეობას ეს უკვე მასზეა დამოკიდებული“, - განუცხადა მანანა ჭყონიამ „ნიუპოსტს“.
როგორც ქალბატონი მანანასგან შევიტყვეთ იმპოტენციის გარდა ბევრ უამრავ დაავადებას კურნავს და ამ ყოველივეში ის რეცეპტი ეხმარება, რომელიც ფრანგი წინაპებისგან მემკვიდრეობით ერგო.
-ჩვენთან ხშირია ნაადრევი იმპოტენცია, რატომ? რა არის ამის გამომწვევი მიზეზი?
-იმპოტენციის მიზეზი შეიძლება იყოს ფსიქოგენური. ასევე ნეიროგენულიც...
მთავარი მიზეზი და არა მარტო იმპოტენციის, ის არის რომ მშობლებს აღარ სცალიათ შვილებისთვის. ასაკი გაახალგაზრდავდა. ადრე მწიფდებიან ახალგაზრდები. ფიზიოლოგიურად ბიჭებს აუცილებლად სჭირდებათ რაღაც დროის შემდეგ ქალთან ურთიერთობა და რეალიზება თავისი სექსუალური მოთხოვნილების. და ამას როდესაც ვერ ახერხებს, უკვე ძალიან ბევრი პრობლემა იჩენს თავს, მათ შორის იმპოტენციაც.
ძალიან ბევრი შემთხვევა მქონდა 90-იან წლებში ახალგაზრდა პაციენტების, მათ შორის ბევრი ნარკომანი იყო.
-რამდენ ხანში იკურნება თქვენთან მოსული პაციენტი?
-პაციენტი რამდენ ხანში მორჩება ვიცი, მაგრამ რამდენ ხანს შეინარჩუნებს ამ მდგომარეობას ეს უკვე მასზეა დამოკიდებული. აქ თეორიაა და დიდი ფილოსოფია, განკურნება მარტო წამლის დალევაზე არ არის დამოკიდებული. ორგანიზმზე დაკვირვება და ელემენტარული წესების დაცვა აუცილებელია. ადამიანები არ არიან ინფორმაციულად და ინტელექტუალურად მზად რომ ეს გაიაზრონ. ამიტომაც ვმუშაობ მხოლოდ მოაზროვნე ადამიანებთან, რადგან რასაც ვუხსნი ის აუცილებლად უნდა გაიგონ, თორემ საჭირო შედეგს ვერ მიიღებენ. ჩვენი ყველა ორგანო მოაზროვნეა, ყველაფერს თავისი ენა აქვს და გაგრძნობინებს კიდეც. სამწუხაროდ ადამიანებს არ უყვართ საკუთარ ორგანიზმზე დაფიქრება და დაკვირვება. რატომ ხდებიან ადამიანები ავად? იმიტომ რომ ატერორებენ თავიანთ ორგანიზმს და თავინთ ჭკუაზე ატარებენ. როცა კონფლიქტში არა ხარ შენ ორგანიზმთან და მისი ენა გესმის ავადმყოფობა ნაკლებად გერევა.
მამაკაცებს, რომლებიც პროსტატაზე სამკურნალოდ მოსულან ხშირად უკითხავთ, დალევა არ შეიძლება? როგორ არ შეიძლება, ყველაფერი შეიძლება, დალიე ნორმის ფარგლებში. ნუ იქნები მშიერი, ყოველ 4 საათში რამდენიმე ლუკმა აუცილებლად უნდა მიაწოდე კუჭს.
ვისაც არა აქვს იმის პირობები, რომ ელემენტარულად შეუწყოს ხელი და ჯანმრთელობას გაუფრთხილდეს იმას ვერაფერს ვერ ვთხოვ, ასეთ პაციენტს ვერ ვკიდებ ხელს. ეს არის
ჩემი თეორია და ჩემი მეთოდი.
ან წამალს 5 დღეში უკვე ეფექტი აქვს, მერე კი მთავარია არ მიატოვონ და მკურნალობა ბოლომდე მიიყვანონ.
- არ გიცდიათ ფართო წარმოებით გამოგეშვათ ეს წამალი?
-მე როგორ უნდა ვცადო? თუ არიან დაინტერესებულნი, მოვიდნენ, მოიყვანონ თავიანთი კონტიგენტი პაციენტების, გამოსცადონ, დააკვირდნენ, დარწმუნდნენ შედეგში და მეთანამშრომლონ. ეს ბევრად მეტ ადამიანს მისცემს განკურნების საშუალებას.
უმრეტესობისთვის დიდი პრობლემა ის არის, რომ სცხვენიათ ექიმთან მისვლის. მიუხედავად იმისა რომ მათი ანონიმურობა ყველანაირად დაცულია, რატომღაც მაინც შიშები აქვთ და ურჩევნიათ რომ ეს ავადმყოფობა დამალონ...
მასალის გამოყენების პირობები






