მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე აპოკალიფსსა და დღევანდელობაზე
საზოგადოება - 14:18, 18 Aug, 2014     2818

„აპოკალიფსიო?? მეორედ მოსვლაო?? არავინ უწყის ეს როდის მოხდება. ნიშნებით ახლოს ვართო?? ქრისტეში საყვარელნო, ნიშნებით ყოველთვის ახლოს ვიყავით, ვართ და ვიქნებით. ყოველ დღე უნდა ვიყოთ მოლოდინში და მზადყოფნაში“, - წერს სოციალურ ქსელში მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე და დღევანდელობას შემდეგი სტატუსით ეხმაურება.

მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე: „რა ნიშნებზეა ლაპარაკი, როცა ფულით სავსე ჯიბეები, საფულეები და ოცდახუთმილიონიანი არამიზნობრივად დახარჯული ბიუჯეტი გვაქვს თვალწინ და ამავდროულად, შიმშილისაგან და მედიკამენტების უქონლობისგან ასობით ბავშვი თვალსა და ხელს შუა გადიან იქ, სადღაც შორს, ჩვენთვის ნამდვილად მიუწვდომელ წიაღში. მიუწვდომელიო, რატომ ვამბობ?? მიუწვდომელი იმიტომ, რომ ფულით ჯიბესავსე, საფულესავსე და ოცდახუთმილიონიან ბიუჯეტიანი ქრისტიანი ჯერ არვის გაუგია. იოანე კრონშტადტელიო, მეტყვით ან მკითხავთ. კი, ქრისტეში საყვარელნო, გიპასუხებთ. იოანე კრონშტადტელს პირადი ქონება არ გააჩნდა და თუ რამე გააჩნდა, ისიც ღვთისმსახურებას ეკუთვნოდა და არა მას. მისი ქონების 99% ღარიბ-ღატაკებს ურიგდებოდათ.

რა დროს მეორედ მოსვლაა, თუ ასეა?? ჯიპიანი, ღიპიანი, ფულით ჯიბესავსე, ოცდახუთმილიონიან ბიუჯეტიანი ქრისტიანები ვერ დახვდებიან მეორედ მოსვლას. მითუმეტეს, როცა ეს ოცდახუთი მილიონი არამიზნობრივად და ანგარიშგების გარეშე იხარჯება. აბა, ნემსის ყუნწი და აქლემი გავიხსენოთ და წარმოვიდგინოთ მათი მეტროლოგიური არათანხვედრა.

მოკლედ, აპოკალიფსსა და მეორედ მოსვლაზე გადაჭარბებული ფილოსოფია სექტოლოგიაში აპოკალიპტურ ერესადაა წოდებული.

ღმერთმა დაგლოცოთ. მომიხსენიეთ ლოცვებში“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42