,,შემდეგი ორი წელი საკმაოდ რთული ექნება, დიდი ბარიერების გადალახვა მოუწევს. სააკაშვილის კარიერა მძიმე შედეგით დასრულდა მხოლოდ ერთი რამის გამო- ვერ გაუძლო ამბიციებს, ავტორიტეტად აღარ ჩამთვალა, არც ჭკვიანი ადამიანების რჩევები მიიღო, მხოლოდ საკუთარი თავი მიიჩნია ერთადერთ და განუმეორებელ არსებად. მიუხედავად ამისა, მოსალოდნელ საფრთხეებზე მაინც ვაფრთხილებდი, მაგალითად , როდესაც ვლადიმერ პუტინს უნდა შეხვედროდა , ორჯერ გავაფრთხილე, შეხვედრა ივლისის თვეში არ დაენიშნათ. არ დამიჯერა და ეს შეხვედრები საქართველოსათვის ცუდად დამთავრდა. 2008 წლის 27 ივლისს ტელევიზიით გავაფრთხილე, სამი რვიანის კომბინაცია 08.08.08 კატასტროფულად მძიმეა , საომარ სიტუაციას მოასწავებს ცდუნებას არ აჰყვე-მეთქი. არ შეისმინა და სერიოზული შეცდომების დაუშვა“, - აცხადებს მიხეილ ცაგარელი.
მასალის გამოყენების პირობები






