,,რაც დრო გადის, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებაზე ჩემი განწყობა თვითმკვლელობის სასარგებლოდ არ იხრება. ვადები არ დაურღვევიათ, მაგრამ საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე, მეგონა უფრო სწრაფად იმოქმედებდნენ. პასუხგაუცემელია კითხვები, ტყვია იმ იარაღიდან იყო გასროლილი, რომელიც შემთხვევის ადგილზე იქნა აღმოჩენილი თუ არა? მანქანაში ნაპოვნი მასრა და გულა ერთ მთლიანობას შეადგენდა თუ არა? დასამტკიცებელია - აღმოჩენილი იარაღი ის იარაღია, რომელიც ეროსი კიწმარიშვილს მარჯვენა საფეთქლის მიდამოში ჰქონდა მიბჯენილი? ასე ჰერმეტულად მიბჯენა იშვიათია, საფეთქელზე აშკარად ეტყობოდა ლულის ჭრილი - ,,შტანცმარკა“, რომელიც ზუსტად აჩვენებს იარაღის ტიპს. ასეთ შემთხვევბში ლულაში სისხლი არის ხოლმე, თუმცა შეიძლება არც იყოს. კატეგორიულად ვამბობს, რომ თუ იარაღი მიბჯენილი იყო საფეთქელზე და ნაჭდევი დატოვა, ლულაზე აუცილებლად იქნება დნმ-ი. ჯერ-ჯერობით არც ამის პასუხი გვაქვს...“, - აცხადებს ექსპერტი ,,ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენად დაცული იყო დაცვის მხრიდან ავტოფარეხის ყველა გასასვლელი, მაია ნიკოლაიშვილის თქმით, ავტოფარეხს ბევრი გასასვლელი აქვს, შეიძლება ერთი მხრიდან ჩახვიდე და მანქანა სხვა მხრიდან გამოიყვანო.
,,რაც შეეხება დაცვას, რამდენადაც ვიცი, მხოლოდ იქ დგას, სადაც ეროსი კიწმარიშვილის საცხოვრებელი ბინაა განთავსებული, როგორც მითხრეს, სხვა გასასვლელში დაცვა არ დგას. შემთხვევის ადგილზე განმეორებით ვიმუშავეთ, იყო საინტერესო მომენტები, გვაქვს ვარაუდები, მარამ ამის გახმაურება ახლა გონივრული არ არის“, - აცხადებს ექსპერტი მაია ნიკოლაიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






