შსს-ში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის მესამე შეხვედრა გაიმართა
საზოგადოება - 09:56, 16 Aug, 2014     1168

შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის მესამე შეხვედრა გაიმართა. კომისიის შემადგენლობაში არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები. აღნიშნული სახელმწიფო კომისიის ფუნქციაა განახორციელოს მუდმივი დაკვირვება ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და შესაბამისი კანონმდებლობის აღსრულებაზე.

შეხვედრაზე განიხილეს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის კონტროლთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები, კერძოდ, სამართალდამცავი, ჯანდაცვისა და საბაჟო კუთხით. სახელმწიფო კომისიის წევრებმა ასევე იმსჯელეს „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ყოველკვარტალური ანგარიშის განსაზღვრასა და გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე მხარეებმა კომისიის მეორე სხდომაზე წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის სრულყოფის საკითხებზე ისაუბრეს. აღნიშნული ცვლილებების მიზანია შეივსოს ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ხარვეზები და წინადადების სახით წარედგინოს საქართველოს მთავრობას შესაბამისი კანონის საფუძველზე.

კომისიის წევრებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ სახელმწიფო, ქვეყნის მასშტაბით, აქტიურად მოქმედებს გრძელვადიან რეჟიმში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ მდგომარეობის დარეგულირების კუთხით და მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს ზოგადად ნარკოვითარებასთან მიმართებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42