დღეს დილიდან დედაქალაქში გამოკრული იყო პლაკატები, გიგი უგულავას მიერ გაკეთებული საქმეების. დღის ბოლოს კი შეკრება მატროსოვის ციხესთან დაიგეგმა, სადაც გიგი უგულავა პატიმრობაში იმყოფება. მეგობრებმა ჰაერში ქაღალდის განათებული ბურთები აუშვეს და ამ ფორმით მიულოცეს გიგი უგულავას 37-ე დაბადების დღე.
,,ეს მოიფიქრა ტასომ, გიგის უფროსმა შვილმა და მას სრუვილი ჰქონდა, რომ გაგვეკეთებინა ასეთი აქცია და ამ ფორმით მამისთვის მიელოცა. წერილი გავიგზავნეთ და რა თქმა უნდა, ვერ მიიღო ვერცერთი წერილი და ოჯახის წევრებს უკან დაგვიბრუნდა. ვულოცავთ გიგის დაბადების დღეს“, - განაცხადა გიგი უგულავას მეუღლემ ლელა კილაძე.
გიგი უგულავას დაბადების დღის აღნიშნვა მისმა თანაგუნდელებმა გუშინ გვიან ღამით დაიწეს. მათ გააკრეს პლაკატები წარწერით: ,,ეს გიგი უგულავას მერობის დროს გაკეთდა“.


მასალის გამოყენების პირობები






