შემოდგომიდან სასწრაფო დახმარების გამოძახებაზე გასვლა არა რიგითობის, არამედ შემთხვევის სიმძიმის მიხედვით მოხდება. ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, შემთხვევის სიმძიმობას დისპეჩერი განსაზღვრავს.
“ე.წ. სადისპეტჩერო ტრეაჟის პრინციპზე ჩვენ შემოდგომიდან გადავდივართ, რაც გულისხმობს იმას, რომ შემთხვევების კლასიფიკაცია კატეგორიების მიხედვით მოხდება, ანუ გამოძახება არა რიგითობის, არამედ შემთხვევის სიმძიმის მიხედვით შესრულდება. შემთხვევების სიმძიმობას დისპეტჩრები განსაზღვრავენ და ამისთვის ღრმა სამედიცინო ცოდნა საჭირო არ არის. ბუნებრივია, საჭიროა და ტარდება კიდეც შესაბამისი ტრენინგი. რამდენიმე მარტივი კითხვის დასმის შედეგად დისპეტჩერს უკვე საშუალება აქვს განსაზღვროს გამოძახების სიმძიმე” – განაცხადა სოფრომაძემ.
მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ ახალი რეგულაციები არსებულ მდგომარეობას საგრძნობლად გამოასწორებს.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






