კულტურის მინისტრის მოადგილეს მანანა ბერიკაშვილს მოასახლეობის გარკვეული ნაწილი აუმხედრდა, უმრავლესობა თავის მოსაზრებას სოციალურ ქსელში ღიად აფიქსირებს და კულტურის მინისტრის მოადგილის პოსტიდან სასწრაფო გადაყენებას მოითხოვს. „ ფრთხილად" - კულტურის" სამინსიტროში ჩვილების მკვლელია“, - წერენ სოციალურ ქსელში და აღნიშნავენ -„ ბარბარე რაფაელიანცის მკვლელობასთან დაკავშირებით იმ დეტალების გამოძიებას ვითხოვთ სადაც ბერიკაშვილის „შავი ხელი“ ურევია“.
Ia Mixeili „თავიდან ბოლომდე გამოიძიოს მაგ ქალის საქმე და დაისაჯოს შესაბამისად----არჩევნების დღეს ტერორში რომ ჰყავდათ ნაციონალები, - თქვენი ჩადენილიაო... აბა გამოიძიეთ ახლა და დაამტკიცეთ....
მანანა ბერიკაშვილის მისამართით გარკვეული სახის პრეტენზიები აქვთ „ქართული ფილმის“ წარმომადგენლებსაც.
გენო ცაავა: „უზარმაზარი ძალისხმევით შექმნილი კინოცენტრი, გონებაშეზღუდულმა და ჭკუათხელმა „მანქურთებმა“ „ავგეას ბოსელი“ გახადეს!..
პრემიერმა,
ჰომინიდების ჯგუფის წარმომადგენელების – ბერიკაშვილისა და ნანა ჯანელიძის განთავისუფლების გადაწყვეტილება უსწრაფესად უნდა განახორციელეოს, რადგან ამის ყოველნაირი საფუძველი და აუცილებელი საჭიროება არსებობს“!
ასევე ირკვევა რომ რამდენიმე დღეში პრემიერ მინისტრი რეჟისორ ლევან ანჯაფარიძის ინიციატივით ღია წერილს მიიღებს, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებისა და თეტრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების ხელმოწერით.
ლევან ანჯაფარიძე: „ამ წერილში ნათქვამი იქნება თუ ვინ არის მანანა ბერიკაშვილი, სინამდვილეში რას საქმიანობს და რატომ ვითხოვთ მის გათავისუფლებას ორი დღით კი არა სამუდამოდ !“...
მასალის გამოყენების პირობები






