სატელეფონო ზარის ხმა გაისმა, დედამ უპასუხა... სახეზე შევატყვე, რაღაც ხდებოდა... - ანი ნადარეიშვილი
საზოგადოება - 13:48, 15 Aug, 2014     7254
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილის შვილი ანი ნადარეიშვილი აფხაზეთში ომის დაწყების დღეს იხსენებს.

,,მას შემდეგ 22 წელი გავიდა...

1992 წლის 14 აგვისტო, ახალდაბრუნებული ვიყავი ჩემს გაგრაში, უკვე სკოლისთვის უნდა დაგვეწყო მე და ჩემს ძმას მზადება, ამიტომ თბილისიდან, უფრო სწორად წყნეთიდან 4 დღის ჩამოსულები ვიყავით...

უამრავი დამსვენებელი იყო გაგრაში, ზღვის გადავსებული სანაპიროები, ჟრიამული, მზე, ზღვა და ბედნიერი სახეები... მამა დილით ჩვეულებრივ სოხუმში გაემგზავრა სამსახურში... დაახლოებით შუადღე იყო, როდესაც ზღვიდან სახლში დავბრუნდით მე, ჩემი ძმა და დედაჩემი, ჯერ კიდევ სველი საცურაო კოსტუმი მეცვა, როდესაც სახლში სატელეფონო ზარის ხმა გაისმა, დედამ უპასუხა და მას სახეზე შევატყვე, რომ რაღაც ხდებოდა...

მამა რეკავდა... დედასთვის უთქვამს, ომი დაიწყო, ეხლა ჩემი ბიჭები მოვლენ თქვენთან, გაყევით და სადაც არ უნდა წაგიყვანონ უხმოდ გაყევითო. უცებ თბილისის ცენტრალურ არხზე არაგეგმიურად ჩაირთო აფხაზეთის ადგილობრივი ტელევიზია, სადაც დიქტორმა, რომელიც არასოდეს დამავიწყდება რუსულ და აფხაზურ ენებზე წაიკითხა განცხადება: "დაიწყო ის რაც უნდა დაწყებულიყო, ყველამ იცით თქვენი დისლოკაციის ადგილი და ყველას გთხოვთ იმოქმედოთ გეგმის მიხედვით"... უკვე მივხვდი რაშიც იყო საქმე, არც თუ ისე დიდი ვიყავი, მაგრამ არც ისე პატარა, რომ ვერ გამეგო რა ხდებოდა, მაშინ 12 წლის ვიყავი...

დაახლოებით ნახევარ საათში უკვე მამას გამოგზავნილმა "ბიჭებმა" ჩვენთვის ვიღაც უცხო კეთილ ადამიანებთან დაგვაბინავეს, აქ უსაფრთხოდ იქნებითო, მაგრამ 1 საათში მოგვაკითხეს და გვითხრეს, როგორც კი სახლიდან წამოგიყვანეთ 15 წუთში თქვენს მძევლად ასაყვანად აფხაზმა სეპარატისტებმა მოგაკითხეს და რომ არ დახვდით მთელი სამეზობლო ააწიოკეს, ყველგან გეძებდნენ, ამიტომ აქ დიდხანს ვერ დარჩებით, სხვაგან უნდა გადაგიყვანოთო. მამას "ბიჭები" ყოველ 1 საათში გვიცვლიდნენ ადგილსამყოფელს, ცდილობდნენ როგორმე გავეყვანეთ გაგრიდან, მაგრამ მხოლოდ მესამე დღეს შევძელით ქალაქიდან გასვლა, თუმცა ძალიან დიდი რისკის ქვეშ.. მამამ ჩვენს შესახებ არაფერი იცოდა და არც ჩვენ ვიცოდით არაფერი მამაზე, კონტაქტი გაწყდა სოხუმსა და გაგრას შორის... სასწრაფოს მანქანით დაჭრილების სახით გამოგვატარეს სოჭის საზღვარზე, ისე რომ არ შემოიხედეს მანქანაში, ვინაიდან ჩვენს უკან ბევრი ასეთი მანქანა იდგა,ოღონდ ნამდვილი დაჭრილებით..

მენატრება ჩემი გაგრა...“, - წერს ანი ნადარეიშვილი ,,ფეისბუქის“ გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42