30 აგვისტოს, 2014 წლის ზაფხულის ბოლო შაბათს, ბათუმში, "საერთაშორისო ფონდი კეთილი საქმეებისთვის" ატარებს საერთაშორისო საქველმოქმედო საოჯახო ღონისძიებას «Z Haty na Kanaty. Georgia».
საქველმოქმედო ორგანიზაცია იწვევს ბავშვებს და მათ მშობლებს, რათა ლამაზად გაატარონ დასვენების დღე.
ეს საოჯახო ფესტივალი, რომელიც ასე უყვარს ბევრ უკრაინელს, წელს მზიან საქართველოში, საკურორტო ქალაქ ბათუმში ჩატარდება!
ფესტივალი იქნება უნიკალური საერთაშორისო საქველმოქმედო ღონისძიება და დაეხმარება გაერთიანებაში იმ ადამიანებს, რომელთაც თავიანთ სამშობლოში ერთიდაიგივე პრობლემები აქვთ.
სხვადასხვა სახის გასართობ ღონისძიებაში მონაწილეობით ფესტივალის მონაწილეები არამარტო დაუვიწყარ დღეს გაატარებენ, არამედ დაეხმარებიან უკრაინიდან და საქართველოს რეგიონებიდან - სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას.
საოჯახო სპორტულ-გასართობი ღონისძიებების პროგრამაშია:
- გუნდური შეჯიბრი ბოგირზე სწრაფ გავლაში
- საქველმოქმედო ველოკროსი "შვიდობისათვის"
- უკრაინული სუვენირების დამზადების უნიკალური მასტერ-კლასი
- მაისურების საქველმოქმედო აუქციონი
- სპორტულ-გამაჯანსაღებელი თამაშები მთელი ოჯახისთვის
- შეჯიბრი - ყველაზე დიდი BODY ART ნახატი
- კულინარიული მასტერ-კლასები
- მასობრივი ვარჯიში პლიაჟზე
- ხალისიანი მუსიკა და ცეკვები
და ბევრი სხვა მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიება
გელოდებით თქვენ და თქვენს შვილებს 30 აგვისტოს, 2014 წელს 10:00-დან 20.00-მდე.
მისამართი: საქართველო, ბათუმი, პარკი Hakuna-Matata (ძველი ბულვარი. "ანბანის კოშკის" მახლობლად)
ღონისძიებაზე დასწრება და მონაწილეობა - უფასოა!!!
მოდით და დაისვენეთ მთელს ოჯახთან ერთად! ჩვენ გარანტიას ვიძლევით, რომ მთელი დღის განმავლობაში გექნებათ პოზიტიური მუხტი და საუკეთესო განწყობა!
ტატიანა კრუპსკაია (პროექტის ხელმძღვანელი) - krupskaya.t@good-deeds.eu,
მაქსიმ დარაჩკი (საერთაშორისო ურთიერთობათა მენეჯერი) – partner@good-deeds.eu.
პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერია - საინფორმაციო სააგენტო "ნიუპოსტი"
მასალის გამოყენების პირობები