ბათუმი ევროპის მსხვილ ინვესტორებს უმასპინძლებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 20:32, 14 Aug, 2014     2319
მიმდინარე წლის 15 აგვისტოს, 10:00 საათზე ქ.ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ ევროპის ეკონომიკური სენატის ინიციატივით გაიმართება საერთაშორისო ფორუმი „ევროპის ეკონომიკური სენატის კონგრესი“, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, აჭარის ფინანსთა და საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე, ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე და საქართველოს მთავრობის სხვა წევრები დაესწრებიან.

ევროპის ეკონომიკური სენატი წარმოადგენს ევროპული ბიზნესის საკოორდინაციო ცენტრ-ორგანიზაციას, რომელშიც გაწევრიანებულია მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელები და პოლიტიკოსები ევროკავშირის ქვეყნებიდან. სენატის პრეზიდენტია ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ბ-ნი ინგო ფრედერიკი.

კონგრესში მონაწილეობას მიიღებენ სენატის აღმასრულებელი დირექტორი, სენატორები, ევროპის მსხვილ გადამხდელათა კავშირის თავმჯდომარე, ევროპარლამენტის წევრები, ევროპელი ინვესტორები, ქართული მხრიდან კონგრესს დაესწრებიან და მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და ქართველი ბიზნესმენები. კონგრესის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი შეხვედრები ქართველ და ევროპელ ბიზნესის წარმომადგენლებს შორის.

კონგრესზე განიხილება ქართულ-ევროპული სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისა და გამარტივების, ევროპული ინვესტიციების მოზიდვის, საქართველოში ევროპული ბიზნეს სტანდარტების დანერგვის, ევროპაში ქართული ბიზნეს ინტერესების ხელშეწყობის გზებზე. ასევე ევროპელი ინვესტორებისათვის გაკეთდება რამდენიმე საინტერესო ქართული საინვესტიციო პროექტის პრეზენტაცია.

კონგრესის ორგანიზატორია „საქართველოს ბიზნეს კლუბი“. კლუბი დაარსდა 2014 წელს და უკვე აერთიანებს რამდენიმე მსხვილ ბიზნეს კომპანიას. კლუბის პრეზიდენტია ამერიკაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ბატონი შოთა სიგუა. ბიზნეს კლუბს ევროპის ეკონომიკურ სენატში ეყოლება 10 წარმომადგენელი სენატორის სახით. სენატორები შეირჩევიან წევრი ბიზნესმენებიდან დარგების მიხედვით: მშენებლობა, ინფრასტრუქტურა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, მედიცინა, ენერგეტიკა, მედია და სხვა.

კონგრესზე ბიზნეს კლუბის პრეზიდენტი გააკეთებს კლუბის პრეზენტაციას, პარალელურად მოხდება რამდენიმე ქართველი ბიზნესმენის წარდგენა სენატორად.

კლუბის მიზანია ევროპული ინვესტიციების მოზიდვა. საინვესტიციო პროექტების ევროპელი მსხვილი ინვესტორებისათვის პრეზენტირება, ქართული ბიზნეს ინტერესების ლობირება ევროპაში.

კონგრესის თანაორგანიზატორები არიან აჭარის მთავრობა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და ეროვნული საინვესტიციო სააგენტო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42