სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც შეხვედრაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია მუშავდება. აქედან გამომდინარე, საქართველოში დელეგაციის ვიზიტის მთავარი მიზანიიმ გამოცდილების გაზიარებაა, რაც საქართველომ სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებული რეფორმებით და ხელშემწყობი სახელმწიფოპროექტებით მიიღო.
სტუმრებმა შეხვედრაზე იმ ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს, რომელსაც აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობა სოფლის მეურნეობის დარგში ახორციელებს, მათ შორის, საირიგაციო სისტემების მოწყობა; ისეთი ახალი ტექნოლოგიების დანერგვისაუცილებლობა, რომელიც მოსავლიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს; ევროპული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვა; ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანი იყო აზერბაიჯანული მხარისგამოცდილების გაზიარება აგროლიზინგის მიმართულებით.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოვუსმინოთ ჩვენს მეზობელ კოლეგებს. აზერბაიჯანის რესპუბლიკას 10-წლიანი გამოცდილება აქვს აგროლიზინგის მიმართულებით და მათი მოსაზრებების მოსმენა ჩვენთვის საინტერესოა. ვფიქრობ, კარგი იქნება შევძლოთ ბიზნესფორუმის ორგანიზება ქართველი და აზერბაიჯანელი ბიზნესმენებისათვის. ასეთი ტიპის ღონისძიებები დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაციის მიღების მეტ შესაძლებლობას იძლევა“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
შეხვედრაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების შემდეგ ქვეყნის წინაშე არსებული ახალი გამოწვევების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ აგარარულ სფეროშიევროპული სტანდარტებისა და მიდგომების დანერგვა იწყება.
დელეგაციის ხელმძღვანელმა ოთარ დანელიასგადმოსცა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ჰეიდარ ასადოვის მოლოცვა მინისტრის პოსტზე დანიშვნასათან დაკავშირებით და სურვილი, უახლოეს მომავალში დაიგეგმოს საქართველოს სოფლის მეურნეობის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.
მასალის გამოყენების პირობები






