„ტურისტების კვლევა აჭარაში - ეკოტურიზმის მიმართულება“
საზოგადოება - 17:03, 14 Aug, 2014     2823

აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარატამენტის კონფერენს დარბაზში, საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრის (IBDIPC) და ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა ტურიზმის სფეროს სტეიკჰოლდერების შეხვედრა. შეხვედრის მთავარი თემა იყო აჭარაში ეკოტურიზმის მიმართულებით ტურისტების მარკეტინგული კვლევის ორგანიზება.

აღნიშნული კვლევა ტარდება საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრის (IBDIPC) მიერ ევროკავშირის შავი ზღვის აუზის საზღვრისპირა თანამშრომლობის პროექტის „Black Sea Network for Sustainable Tourism - Strategies for joint tourism marketing and development in the Black Sea region (BS NST)” / "შავი ზღვის აუზის ტურიზმის მდგრადი განვითარების ქსელი - რეგიონში ტურიზმის განვითარების და მარკეტინგის ერთობლივი სტრატეგიები“ ფარგლებში. კვლევა ხორციელდება აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტთან თანამშრომლობით.

შეხვედრის დროს შედგა კვლევის ძირითადი მიზნების და კითხვარის პრეზენტაცია ტურიზმის კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის და განხილული იქნა კვლევის პროცესში ტურისტული კომპანიების და სხვა დაინტერსებული ორგანიზაციების ჩართულობის საკითხები.

აღნიშნული კვლევა ძალიან მნიშნვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი ფოკუსირებული (ამ შემთხვევაში - ეკოტურიზმი) კვლევა აჭარის რეგიონში თითქმის არც ჩატარებულა წინა წლებში.

კვლევა გაგრძელდება 3 თვის განმავლობაში (აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი) და დაგეგმილია საშუალოდ 2000 რესპოდენტის გამოკითხვა, რომლის შედეგადაც შეიქმნება მნიშვნელოვანი მონაცემთა ბაზა. კვლევის შედეგები გამოყენებული იქნება საინტერესო ანალიტიკური ინფორმაციის მიღებისთვის, რაც დაეხმარება რეგიონს ეკოტურიზმის განვითარების შემდგომი ნაბიჯების, ამ სფეროში ტურისტული სერვისის გაუმჯობესების და მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვაში.

ტურისტების გამოკითხვა მიმდინარეობს როგორც ფიზიკური ისე ელექტრონული ფორმით. ფიზიკური კითხვარები რიგდება აჭარის რეგიონში არსებულ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში, ეკოტურისტულ ადგილებში და ასევე სტუდენტები (კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი) აწარმოებენ რეგიონში არსებული ტურისტების გამოკითხვას. კითხვარის ელექტრონული ვერსია - აქტიურად ვრცელდება სოციალური მედიის, ინტერნეტის და ელ.ფოსტების გამოყენებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42