სტალინის ბიუსტის დადგმა-აღების თემას ნიკა რურუა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე შემდეგი სტატუსით გამოეხმაურა.
ნიკა რურუა: სტალინის სიყვარული, თან ძირითადად იმ ხალხის მხრიდან, ვინც უკიდურესი გაჭირვებისგან ჰიერონიმუს ბოსხის პერსონაჟებს დამსგავსებიან, თანაც სწორედ სტალინის მიერ შექმნილი სახელმწიფოსა და მისი ნარჩენების გამოისობით, სხვა არაფერია თუარა ფსიქოლოგიური ანესთეზია უკიდურესად დაბალი თვითშეფასების პატრონი ხალხისათვის; მათთვის ის, რომ "სტალინი დიდი კაცი იყო" მათი ქვეყნიდან, საქართველოდან, ერთგვარი უკუღმართი კომპენსაციაა საკუთარი უბადრუკობისა და უფუნქციობის განცდის საპირწონედ. ეს ოდნავ დაუნდობლად ჟღერს, მაგრამ მგონია, რომ ასეა.
მართალი იყო ავტორხანოვი, როცა ამბობდა რომ "სტალინი და სტალინიზმი არა მხოლოდ კონკრეტული ბოროტმოქმედებებია, არამედ - ეს კაცობრიობის ხანგრძლივი ფსიქოლოგიური ტრავმაა".
მასალის გამოყენების პირობები






