„გაფრთხილების ის დონე, რომელიც გამოცხადებულია ებოლას ვირუსთან დაკავშირებით, არ გვაძლევს საფუძველს, რომ ამას პანდემიის სახე მიეცემა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ „კურიერთან“ საუბრისას განაცხადა.
„ამ ეტაპზე გლობალური საფრთხე არ არსებობს. ზოგადად, ინფექციების კოტროლისას მიღებულია, რომ ვიხელმძღვანელოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციების რეკომენდაციებით. გაფრთხილების ის დონე, რომელიც გამოცხადებულია არ გვაძლევს საფუძველს, რომ ამას პანდემიის სახე მიეცემა. ამ დაავადების ქვეცა კარგად არის შესწავლილი. ასევე, შესწავლილია დაავადებისგან თავის დაცვაც. ამჟამად არ არის აუცილებელი, რომ შეიზღუდოს ფრენა და გადაადგილება. აუცილებელია მხოლოდ საინკუბაციო პერიოდში გაკონტროლდნენ მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანები“, - განაცხადა სერგეენკომ.
მასალის გამოყენების პირობები






