ოთარ დანელია რუსული ბაზრის გახსნით კმაყოფილია - შეხვედრა კახეთში
ბიზნესი & ეკონომიკა - 20:39, 13 Aug, 2014     2359
დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი კახეთის მხარეში ირაკლი შიოლაშვილმა გურჯანის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე ადგილობრივმა ფერმერებმა აღნიშნეს, რომ წელს მნიშვნელოვნად გაადვილდა ატმისა და ვაშლატამას რეალიზაციის პროცესი. ამას ხელი შეუწყო სახელმწიფოს მხრიდან გატარებულმა ღონისძიებებმა, მათ შორის რუსეთის ბაზრის გახსნამ. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძეც ესწრებოდა.

,,ატმის ექსპორტის მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით 2-ჯერ გაიზარდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ წელს ქართული ხილისთვის რუსული ბაზარი გახსნილია და გლეხებს რეალიზაციის პრობლემა აღარ აქვთ. ჩვენ შევქმენით სპეციალური შტაბები და ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდებოდა ყველა ის პროცედურა, რაც ხილის ექსპორტს უკავშირდება. ამასთან გაზრდილია შიდა მოხმარებაც, ასევე საკმაოდ მაღალია ატმის ფასიც. ეს ყველაფერი მოწმობს იმას, რომ ჩვენს მიერ გატარებული ღონისძიებები სწორი მიმართულებით განხორციელდა“, - განაცხადა ოთარ დანელია.

მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, ოთარ დანელიამ, ირაკლი შიოლაშვილმა და იური ნოზაძემ ადგილობრივი ფერმერის ნიკოლოზ გეთიაშვილის ატმის ბაღიც დაათვალიერეს. ფერმერი 9 ჰა-ზე გაშენებულ ატმის ბაღს ფლობს. წელს 100 ტონამდე მოსავალი მიიღო, საიდანაც 90%-ის რეალიზაცია უკვე განახორციელა. მომავალ წელს ნიკოლოზ გეთიაშვილი ახალი კულტურების გაშენებას და თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემის დამონტაჟებას გეგმავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42