21 წლის გმირის გარდაცვალების დეტალები
საზოგადოება - 18:04, 13 Aug, 2014     16493

21 წლის რუსთაველი ბიჭის, ოთო გურგენაშვილის შესახებ მთელმა საქართველომ იცის. უბედურმა შემთხვევამ, რომელიც მისი გარდაცვალებით დასრულდა, 21 წლის ბიჭი გმირად აქცია.

რა მოხდა სინამდვილეში და როგორ დაემშვიდობა დედას ახალგაზრდა პოეტი, ამის შესახებ გარდაცვლილის დედამ, ნანა მათუზაშვილმა, ჟურნალ “სარკესთან“ ისაუბრა.

„ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე ჩემთან იყო აფთიაქში, ღამის მორიგე ვიყავი და ლობიანები მომიტანა, წასვლისას მითხრა ერთი გოგო შეხვედრას მთხოვს და არ ვიცი შევხვდები თუ არაო, ეს გოგო მისი თაყვანისმცემელი იყო, მაგრამ ხშირი ურთიერთობა არ ჰქონდათ. რომ დავრეკე სახლში იყო, გამაფრთხილა დილას ჩემი გაღვიძება არ დაგავიწყდესო. 6 საათზე დგებოდა და საცურაოდ მიდიოდა. შემდეგ ისევ დავურეკე, ტელეფონი გამორთული ჰქონდა, ცუდი არაფერი მიფიქრია. მერე ჩემი ახლობელი მოვიდა და პირდაპირ მითხრა, ოთო ავარიაში დაიღუპაო. გაგიმხელთ, რომ ცუდი რაღაც განვიზრახე, აფთიაქში შევედი, ორი კოლოფი წამალი უნდა მომეძებნა, რომ...წინ თითქოს ოთოს სახე გადამეფარა, წარმოიდგინეთ გამოცდილმა ფარმაცევტმა წამალი ვერ ვიპოვე“...

ოთოს დედა შვილის გარდაცვალების დეტალებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ სამართალდამცავებმა ყველაფერი უკვე დაადგინეს და მძღოლის ბრალეულობაც დამტკიცებულია.

„მოგიყვებით იმ დღეს რა მოხდა. ჩემი შვილი გოგოსთან ერთად იდგა, გზაზე უნდა გადასულიყვნენ, ამ დროს სამარშრუტო ტაქსი გაჩერდა საიდანაც დედა - შვილი ჩამოვიდა, ისინი გზის გადაკვეთას ცდილობდნენ, ოთომ დაინახა, რომ მათკენ მანქანა მოდიოდა დიდი სისწრაფით, ოთომ ჯერ გოგონას ჰკრა ხელი, შემდეგ ბავშვს, თვითონ კი გადასვლა ვერ მოასწრო...მან უმძიმესი ტრამვები მიიღო თავის არეში, როგორც მედიცინის მუშაკმა ვიცი, რომ გადარჩენილიყო ის ოთო აღარ იქნებოდა, როგორიც იყო. ჩემი შვილი კი იმდენად კარგი კაცი იყო ნამდვილად არ იმსახურებდა იმას, რომ გონებაშეზღუდული დარჩენილიყო. ის ცაში გაფრინდა, მე კი დამტოვა“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42